უკრაინა: დასავლელი მოკავშირეები უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, €25 მილიონ-ზე მეტს გამოყოფენ

ევროკავშირი და სხვა დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, იაპონია და დიდი ბრიტანეთი, 25,5 მილიონ ევროს გამოყოფენ უკრაინის გადაუდებელი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.

სამინისტროს ცნობით, თანხები ევროკომისიის მიერ შექმნილი უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით გამოიყოფა.

უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს სჭირდება არამხოლოდ დაფინანსება, არამედ საუკეთესო მსოფლიო გამოცდილება, ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, ევროკავშირი ასევე აპირებს, გამოყოს 13 მილიონი ევრო რუსული ჯარების მიერ დაზიანებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლაბორატორიების აღსადგენად და კიდევ 3,5 მილიონი ევრო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მეშვეობით უკრაინის ბირთვული ინდუსტრიის ზოგადად მხარდასაჭერად.

Leave a Reply