Tag Archives: #ინფრასტრუქტურა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი პუტინს შეხვდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი (IAEA), რაფაელ გროსმა პუტინთან შეხვედრა გამართა, – ინფორმაცას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების დაცვის ზონის შექმნის გადაუდებელ აუცილებლობას. “ახლა, როგორც არასდროს, ამ უკიდურესად რთულ დროს, უსაფრთხოების ზონა უნდა შეიქმნას ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ. ჩვენ არ შეგვიძლია მეტი დროის დაკარგვა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ...

Read More »

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ისევ დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ისევ დაბომბეს, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანი, ანატოლი კურტევი ავრცელებს. “ოკუპანტები ისევ თავს დაესხნენ ჩვენს ქალაქს. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლების ფანჯრები და კარები დაზიანდა”, – განაცხადა კურტევმა. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ...

Read More »

შვედეთი რუსეთს Nord Stream-ის შემოწმების შედეგებს არ გადასცემს

შვედეთი უარს ამბობს, რუსეთს მიაწოდოს გამოძიების შედეგები Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენების მილების დაზიანების მიზეზების შესახებ, რაც მოხდა სამეფოს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, შვედეთში გამოძიება “კონფიდენციალურია” და ეს ეხება ამ საქმესაც. თითოეული ქვეყანა თავისუფალია, ჩაატაროს საკუთარი გამოძიება, – დასძინა პოლიტიკოსმა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს შეუერთდეს დანიისა და შვედეთის გამოძიებას Nord Stream-ზე. ამასობაში, გერმანიაში ...

Read More »

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორის მოადგილე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი მარტინიუკი გაიტაცეს. ამის შესახებ Energoatom-ის განცხადებაშია ნათქვამი. “ენერგოატომში” ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები მარტინიუკის წინააღმდეგ წამებისა და დაშინების მეთოდებს იყენებენ. “ასე ცდილობენ რუსები, მოიპოვონ ძალიან საჭირო ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების პირადი საქმეების შესახებ, რომ უკრაინელი პერსონალი რაც შეიძლება მალე აიძულონ, იმუშაოს “როსტომზე”. ოკუპანტები პირდაპირი გაგებით, აწამებენ სადგურის ბირთვული მუშაკების წინააღმდეგ და არ ...

Read More »

უნგრეთი და სერბეთი ააშენებენ ნავთობსადენს რუსული საწვავის ტრანსპორტირებისთვის

ბუდაპეშტი და ბელგრადი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ნავთობსადენის აშენებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს რუსული ნავთობის ტრანსპორტირება “დრუჟბას” მილსადენიდან. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზოლტან კოვაჩმა განაცხადა. „ახალი ნავთობსადენი დაუკავშირდება “დრუჟბას” მილსადენს და მისცემს სერბეთს “ურალის” იაფი ნავთობის მიღების საშუალებას“, – ვკითხულობთ მის სოციალურ ქსელში. კოვაჩმა დასძინა, რომ ამჟამად სერბეთი ნავთობის ძირითად მოცულობას მილსადენით ხორვატიიდან იღებს, მაგრამ “მომავალში ეს ძნელად შესაძლებელი ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 12 ოქტომბერს ხონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 12 ოქტომბერს 02:00დან 06:00 საათამდე შესაძლოა აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების პროცესი შეფერხდეს. კერძოდ, მ/წ 12 ოქტომბერს 02:00დან 06:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება, შესაძლოა, შეეზღუდოს ქალაქ სამტრედიის ნაწილსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ...

Read More »

დანიის კუნძულს, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან აირის გაჟონვის მახლობლად, აუხსნელი მიზეზით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება

დაუდგენელი მიზეზით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება დანის ერთ-ერთ კუნძულს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე სავარაუდო „დივერსიული“ თავდასხმის შედეგად აირის გაჟონვის მახლობლად მდებარეობს. Energinet-მა, რომელიც კუნძულ ბორჰოლმისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ გამოიძიებს ენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს წყალქვეშა კაბელის დაზიანებას. ბორჰოლმზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ორი კვირაში მას შემდეგ, რაც კუნძულის მახლობლად „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე, რომლებიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, მოხდა ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – საქმე გვაქვს ტერორისტებთან, რომლებსაც უკრაინაში აქვთ ორი სამიზნე, ენერგოობიექტები და ხალხი

რუს ტერორისტებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ, ენერგოობიექტები და ხალხი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. „მძიმე დილაა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული „შაჰიდები“. მათ ორი სამიზნე აქვთ, ენერგოობიექტები მთელი ქვეყნის მაშტაბით – კიევისა და ხმელნიცკის რეგიონები, ლვოვი და დნიპრო, ვინიცია, ფრანკოვსკის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის ...

Read More »

ევროპის გეზი დეინდუსტრიალიზაციისკენ – წაახალისებს თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე თავდასხმა პროტექციონიზმს?

სწრაფი ეკონომიკური კოლაფსი, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთი დგას, მხოლოდ დაჩქარებული ვერსიაა იმისა, რასაც მთელი ევროპა გაივლის, – ამის შესახებ გამოცემა spectator.co.uk წერს.  სტატიის თანახმად, ეს გულისხმობს არამდგრად სესხებს, რაც ენერგიის მაღალი ფასების გადაფარვასა და დასაშვები ნორმის საყოფაცხოვრებო ხარჯებს შორის მერყეობს. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის დივერსიის შემდეგ კი უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ევროპას რუსული გაზის იმპორტი ფიზიკურად აღარ შეუძლია. შესაბამისად, მაღალი ფასები ...

Read More »

ირლანდიაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა

ირლანდიაში, დონეგალის საგრაფოში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების შედეგად დანგრეულ შენობებში მაშველების ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს. როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან 8 მოქალაქე უკვე ჰოსპიტალიზებულია. ამასთან, დილიდან მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

Read More »