რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ისევ დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ისევ დაბომბეს, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანი, ანატოლი კურტევი ავრცელებს.

“ოკუპანტები ისევ თავს დაესხნენ ჩვენს ქალაქს. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლების ფანჯრები და კარები დაზიანდა”, – განაცხადა კურტევმა.

10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს.

Leave a Reply