Tag Archives: #ელექტროსისტემა

“ენერგეტიკასთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ორი არჩევანი – ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ენერგოსისტემა”

„ჩვენი ენერგეტიკის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ორად ორი არჩევანი – სამუდამოდ დავრჩენილიყავით პოსტსაბჭოთა ენერგეტიკული სისტემის ნაწილად თუ გავმხდარიყავით ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი,“ – განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.  მისი თქმით, საქართველომ ეს არჩევანი ჯერ კიდევ 2014 წელს გააკეთა, როდესაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და 2017 წელს, როდესაც გავხდით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი. „მას შემდეგ ყველა ჩვენი პროექტი – ...

Read More »

ევროკავშირმა ციფრული ევროს შემუშავებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის სამიტი მხარს უჭერს ევროს უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო როლს და მხარს უჭერს ციფრული ევროს შემუშავებას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის ევროზონის განვითარების საბოლოო განცხადებაში. “სამიტის მიზანი იყო უფრო ინოვაციური ფინანსური სექტორის, უფრო ეფექტური და მდგრადი გადახდის სისტემების გაძლიერება და შექმნა. ამ კონტექსტში, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს ციფრული ევროს ამოქმედების შესაძლებლობის შესასწავლად”, – ნათქვამია დოკუმენტში. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ...

Read More »

“უნდა გავმიჯნოთ პროცესში გულწრფელად ჩართული და ზოგიერთი უცხო სახელმწიფოს მიერ წახალისებული მოქალაქეები”

მინდა, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავმიჯნო, ერთი მხრივ, ამ პროცესსა და პროტესტში გულწრფელად ჩართული მოქალაქეები და მეორე მხრივ, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზოგიც, უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები, რაც საგანგაშოა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ჩვენ ვხედავთ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული, ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს. „იმპორტი მიმდინარეობს, მათ შორის გავზარდეთ წილი იმპორტირებული ელექტროენერგიის, ყოველწლიურად იზრდება მოხმარებაც ...

Read More »
ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

““ნამახვანი ჰესის” კაშხლის მშენებლობა 9-12 თვემდე შეჩერდება”

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს და “ნამახვანი ჰესის” კაშხლის სამშენებლო სამუშაოები დროებით, 9-12 თვემდე შეჩერდება. “კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ რამდენიმე პუნქტზე, მათ შორის მინდა გამოვყო, რომ უშუალოდ კაშხლის სამუშაოები 9-12 თვემდე შეჩერდება. ამაზე კომპანია დავითანხმეთ. კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი კარგად. მათ შორის, უცხოელი და ჩვენი ექსპერტების მონაწილეობით. ასევე, კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

“პანდემიის პირობებში $840 მლნ-იან ინვესტიციას ვაფერხებთ”

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პრემიერი აქვე დასძენს, რომ კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რასაც ქვეყანაში წინააღმდეგობა ხვდება. “ნამახვანჰესი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ნამახვანჰესზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა 40 წლის წინ დაიწყეს მუშაობა. ის აჟიოტაჟი, ხმაური, რაც არის დაწყებული აბსოლუტურად გაუგებარია. რა ...

Read More »

შუახევჰესის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტი შუახევჰესი 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში და უკვე წელიწადზე მეტია გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. შუახევჰესი წარმოადგენს ჯამურად 187 მგვტ სიმძლავრის ჰესების კასკადს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს.”შუახევი ჰესი” პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასობით სოციალური პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 8 მილიონი შეადგინა. შუახევჰესს ნორვეგიელი და ინდოელი ინვესტორებმა ააშენეს და ამჟამად, ოპერირების ეტაპზე, ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები მართავენ. ...

Read More »

კომუნალურ სუბსიდირებაზე ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯა

2020-2021 წლებში სახელმწიფომ კომუნალური სუბსიდიის სახით ნახევარ მილიარდ ლარამდე გასცა. სემეკის მონაცემებით, მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 267 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც თავდაპირველად გამოყოფილ ბიუჯეტზე, 165 მილიონ ლარზე, ბევრად მეტია. ზამთრის განმავლობაში, სუბსიდიას ელექტროენერგიის ნაწილში  ყოველთვიურად 1 მილიონზე მეტი, გაზის 900 000-მდე, ხოლო წყლის ნაწილში 600 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებდა. როგორც სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

102 მცირე ჰესი თუ ნამახვანჰესი

რას მოიტანს ნამახვანჰესის ჩანაცვლება მცირე ჰიდროსადგურებით? – ამ კითხვაზე პასუხს report.ge-სთან  WEG World Experience for Georgia ცდილობს. ორგანიზაცია განახლებადი ალტერნატივების სრული სურათისათვის მცირე ჰიდროსადგურებს განიხილავს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად 48 მცირე ჰესი მუშაობს, ჯამური სიმძლავრით 193.3 მგვტ, რომელთა საშუალო წლიური გამომუშავება ჯამში 630 გვტ/სთ-ს შეადგენს. ამ მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე 4 მეგავატია.  “იმისათვის რომ ნამახვანჰესის ეკვივალენტური 1500 მგვტ/სთ გამომუშავება მივიღოთ საჭირო იქნება დამატებით ...

Read More »

ელექტრომობილების იმპორტი საქართველოში კვლავ დაბალია

საქართველოში ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფა საქართველოში მსგავს ქვეყნებთან შედარებით სწრაფად იზრდება, რაც ეკო-მობილობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. კვლევა აჩვენებს, რომ ნახშიროჟანგი (CO2) სათბურის აირების ემისიის (greenhouse gas emissions) დაახლოებით 70%-80%-ს შეადგენს, CO2-ის ემისიის 65-70% კი ავტომობილებზე მოდის. ცნობისთვის, 2017 წელს საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას შეუერთდა, რითაც საქართველომ 2030 წლისათვის სათბურის აირების ემისიების 15%-25%-ით შემცირება ...

Read More »
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

ქართლის ქარის სადგურმა 2021 წლის იანვარ-თებერვალში, ბოლო წლებში, ყველაზე ნაკლები ენერგია გამოიმუშავა

ესკოს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ქართლის ქარის სადგურის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 10,891 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 25,3%-ით ნაკლებია. 2017 წლიდან დღემდე ქართლის ქარის სადგურის მიერ იანვარ-თებერვალში გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემები ასეთია: 2017 – 12,323 მლნ კვტსთ 2018 – 13,352 მლნ კვტსთ 2019 – 13,204 მლნ კვტსთ 2020 – 14,589 მლნ კვტსთ 2021 ...

Read More »