“ენერგეტიკასთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ორი არჩევანი – ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ენერგოსისტემა”

„ჩვენი ენერგეტიკის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ორად ორი არჩევანი – სამუდამოდ დავრჩენილიყავით პოსტსაბჭოთა ენერგეტიკული სისტემის ნაწილად თუ გავმხდარიყავით ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი,“ – განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

მისი თქმით, საქართველომ ეს არჩევანი ჯერ კიდევ 2014 წელს გააკეთა, როდესაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და 2017 წელს, როდესაც გავხდით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი.

„მას შემდეგ ყველა ჩვენი პროექტი – დაწყებული შავ ზღვაზე არსებული გადამცემი კაბელით, დამთავრებული „ნამახვანი ჰესით“ და ზოგადად ადგილობრივი ჰიდროენერგეტიკის განვითარებით, არის მთლიანი ევროპული სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Leave a Reply