ესკოს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ქართლის ქარის სადგურის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 10,891 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 25,3%-ით ნაკლებია. 2017 წლიდან დღემდე ქართლის ქარის სადგურის მიერ იანვარ-თებერვალში გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემები ასეთია:
2017 – 12,323 მლნ კვტსთ
2018 – 13,352 მლნ კვტსთ
2019 – 13,204 მლნ კვტსთ
2020 – 14,589 მლნ კვტსთ
2021 – 10,891 მლნ კვტსთ
ქართლის ქარის სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის ნოემბერში შევიდა.