Tag Archives: #გაზი

უნგრეთი რუსული გაზის საფასურს ისევ ევროში გადაიხდის

უნგრეთი გააგრძელებს რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის ევროში გადახდას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიჯარტომ განაცხადა, რითაც დასრულდა რამდენიმედღიანი განხილვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, უნგრეთმა რესურსი რუბლში იყიდოს. “უნგრეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი MVM Group გააგრძელებს ევროს მიწოდებას Gazprombank-სთვის, რომელიც შემდეგ თანხას რუბლებში გადაიტანს”,- განაცხადა მინისტრმა დღეს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. უნგრეთის პოზიცია, როგორც ჩანს, ევროკავშირის სხვა წევრების გეგმასთან თანხვედრაშია. გასულ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ...

Read More »

საბერძნეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

საბერძნეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს. ინფორმაციას მედია ქვეყნის პრემიერმინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. კირიაკოს მიცოტაკისი ამბობს, რომ ქვეყანა ამცირებს დამოკიდებულებას რუსულ ენერგომატარებლებზე და მიზნად ისახავს ევროპის ენერგეტიკული ცენტრი გახდეს. ცნობისთვის, რუსულ გაზზე უარი უკვე თქვეს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ლიეტუვამ და დანიამ.

Read More »

ლატვია ბუნებრივი აირის რუსეთიდან იმპორტს წყვეტს და ქვეყანაში თხევადი გაზის ტერმინალს აშენებს

ლატვიის მთავრობამ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრისიანის კარინსმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, ეკონომიკის სამინისტრო პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კრისიანის კარინსმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყება ესტონეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, რათა LNG-ის ტერმინალიდან ესტონეთში ბუნებრივი აირის მიწოდება სამომავლოდ უზრუნველყოს. გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა შეიძლება, მიმდინარე წელს უკვე დაიწყოს. „გაზის მიწოდება ლიეტუვას Klaipeda ...

Read More »

ზელენსკი: ბუჩის მოვლენებმაც კი ვერ აიძულა ევროკავშირი, რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგო დაეწესებინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირი იმის გამო გააკრიტიკა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე ფიქრი მხოლოდ სანქციების მეექვსე პაკეტში დაიწყო. ამის შესახებ მან ლიეტუვის პარლამენტისთვის მიმართვის დროს თქვა. „თუ რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესებაზე ფიქრი მხოლოდ მეექვსე პაკეტის დროს დაიწყეს, მაშინ მსოფლიო ვერ აცნობიერებს, თუ რა სახის ომისთვის ემზადებოდა რუსეთი. თუ ჯერ კიდევ არ არის მკაფიო მიდგომა რუსულ გაზთან დაკავშირებით, მაშინ ვერ ...

Read More »

მარინ ლე პენი აცხადებს, რომ რუსულ გაზსა და ნავთობზე სანქციებს არ ემხრობა, მაგრამ ყველა სხვა სანქციას მხარს უჭერს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი რუსულ გაზსა და ნავთობზე სანქციებს არ ემხრობა, მაგრამ ყველა სხვა სანქციას მხარს უჭერს. ფრანგულ მედიასთან საუბარში მარინ ლე პენმა თქვა, რომ არ სურს, სანქციებმა საფრანგეთის მოსახლეობა დააზარალოს. ულტრამემარჯვენე ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება. გამოკითხვის თანახმად, მაკრონსა და ლე პენს შორის საბოლოო ბრძოლა შეიძლება, უკიდურესად დაძაბული იყოს. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს არის ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

ევროკავშირი და ეგვიპტე ბუნებრივი აირით ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობას გააღრმავებენ

ევროკავშირი და ეგვიპტე ენერგორესურსებით ვაჭრობის ინდუსტრიაში თანამშრომლობას გააღრმავებენ, – ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს შორის კაიროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ირკვევა, დელეგაციებმა მიმოიხილეს როგორც ეგვიპტური თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირში მოკლე ვადაში მიწოდების პერსპექტივა, ასევე სახელმწიფოში მწვანე წყალბადის საწარმოს აშენების საკითხი, რომელიც ამ პროდუქტის წარმოების კუთხით, ეგვიპტეს რეგიონის წამყვან ქვეყნად აქცევს. ამასთანავე, ...

Read More »

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, იტალიამ ალჟირიდან გაზის იმპორტის 40 პროცენტით გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმა

იტალიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ალჟირიდან გაზის იმპორტის დაახლოებით 40 პროცენტით გაზრდის შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ალჟირში ვიზიტისას განაცხადა, მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იტალიის მხრიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ. როგორ მარიო დრაგიმ ალჟირის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, იტალიის გაზის იმპორტის 40 პროცენტი რუსეთზეა დამოკიდებული. რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, იტალია ალტერნატიულ წყაროებად ასევე განიხილავს კონგოს, ანგოლას, ...

Read More »

უკრაინა რუსული გაზისთვის „ირანული მოდელის“ სანქციების დაწესებას ითხოვს

უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რუსულ გაზპრომთან მიმართებით სანქციების „ირანული მოდელი“ გამოიყენონ. ეს ნიშნავს, რომ რუსული გაზი მიეწოდება ევროკავშირს, ხოლო მისი საფასური არ გადაირიცხება რუსეთში და სპეციალურ ანგარიშებზე მოხდება მისი აკუმულირება. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იაროსლავ დემჩენკოვზე დაყრდნობით წერს. „რაც შეეხება მილსადენების ბუნებრივ გაზს რუსეთიდან, მისი ჩანაცვლება დღეს ურთულესია. ეს ევროკავშირის მთლიანი იმპორტის 40%–ს შეადგენს. ჩვენ ვთავაზობთ „ირანული ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირის ზოგიერთი წევრი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და მათთვის ადვილია თქმა, რომ არ გამოიყენებენ, მაგრამ სხვებისთვის არც ისე ადვილია

ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც რუსულ გაზს არ იყენებენ, ადვილია იმის თქმა, რომ მზად არიან, არ გამოიყენონ ეს რუსული გაზი, მაგრამ სხვებისთვის, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე, ეს არც ისე ადვილია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ყველას აქვს დიდი რისკი აღებული ენერგიაზე ამ ძლიერი დამოკიდებულობის გამო და ჩვენ ...

Read More »

აზერბაიჯანული გაზი ევროპაში მაქსიმალურ მოცულობას აღწევს

ტრანსადრიატიკის გაზსადენმა (TAP), რომელიც აზერბაიჯანის ბუნებრივ გაზს კასპიის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას აწვდის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მაქსიმალურ სიმძლავრეს მიაღწია. ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს, Twitter-ზე TAP AG კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა შიპატიმ დაწერა. მისივე თქმით, საუბარია ბუნებრივი აირის მიწოდებაზე დღეში 33 მილიონი კუბური მეტრით, რაც წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. შიპატი აცხადებდა, რომ ამ მოცულობის 10,5 ...

Read More »