Tag Archives: #უკრაინა

რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

EBRD უკრაინას ენერგოსისტემის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადასცემს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭო მომავალ კვირას Укрэнерго-სთვის გადაუდებელი სესხის გადაცემას განიხილავს, რომელიც აუცილებელია უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენისთვის. ამის შესახებ 17 ნოემბერს EBRD-ის მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ განაცხადა. მისივე თქმით, ბანკი შესაძლო დაფინანსების განხილვას 21 ნოემბერს გეგმავს. Reuters წერს, რომ საუბარია ას მილიონ ევროზე, რომლითაც რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა აღდგება. პატრონემ აღნიშნა, რომ EBRD-ის მენეჯმენტმა Укрэнерго-სთვის გადაუდებელი საკრედიტო ხაზის ...

Read More »

რუსეთის მასირებულმა სარაკეტო შეტევამ საფრთხე შეუქმნა უკრაინის 2 ატომურ ელექტროსადგურს

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე 15 ნოემბერს განხორციელებულმა მასირებულმა სარაკეტო შეტევამ საფრთხე შეუქმნა ხმელნიცკის და როვნოს ატომურ ელექტროსადგურებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის თანახმად, უკრაინიდან მიღებული ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე დარტყმების შედეგად, ხმელნიცკის ატომურმა ელექტროსადგურმა კავშირი დაკარგა ყველა ელექტროგადამცემ ხაზთან და სადგურის ორი რეაქტორი გამოირთო. 16 ნოემბერს ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურს ენერგომომარაგება აღუდგა ორი სარეზერვო ხაზით. ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ...

Read More »

ზელენსკი – რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია

რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გაუძლებს. „85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრთხილდით და ...

Read More »

რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ გააკეთა. ტიმოშენკოს თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 90-დან 70 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სავარაუდოდ ხვალ დილამდე ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

უკრაინა და აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავენ

უკრაინა და აშშ უკრაინაში მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობისთვის საპილოტე პროექტს იწყებენ. შესაბამის შეთანხმებას აშშ-შიმიაღწიეს. „როდესაც რუსი ბარბაროსები აწარმოებენ უსამართლო ომს ჩვენს წინააღმდეგ და ცდილობენ, გაანადგურონ ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, უკრაინა მუშაობს არამხოლოდ თავდაცვასა და სწრაფ აღდგენაზე, არამედ უკვე გეგმავს ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის აშენებას. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კერიმ და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში ...

Read More »

უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა 203 მლნ დოლარად შეაფასა

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრას დაახლოებით 203 მლნ დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი მონაცემებით, თბოელექტროსადგურების გენერაციისა და ელექტრო გამანაწილებლების აღდგენას 7,5 მლრდ გრივნა (203 მლნ დოლარი) დასჭირდება. „ეს სამუშაოები მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს. 68 მლნ დოლარი დასჭირდება დაზიანებული თბოელექტროსადგურების აღდგენას, ხოლო 135 მლნ დოლარი გამანაწილებელი სისტემების გამართვას“ – განაცხადა ...

Read More »

ნიდერლანდები უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად 110 მილიონ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 110 მილიონ ევროს გადასცემს ენერგომომარაგების სისტემის აღსადგენად. ამის შესახებ Twitter-ზე 11 ნოემბერს ნიდერლანდების შიდა ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარების მინისტრმა ლიშე შრეინმახერმა განაცხადა. “უკრაინა ემზადება მკაცრი ზამთრისთვის. მისი ენერგომომარაგების სისტემების ნახევარი განადგურებულია. უახლოეს თვეებში უკრაინელებს მძიმე პირობები ელით. ნიდერლანდები დამატებით 110 მილიონ ევროს გამოყოფს (სულ 180 მილიონი ევრო) ენერგომომარაგებისა და საცხოვრებლის ზამთარში დასახმარებლად. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ”, – წერს ...

Read More »

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დაადგინა ხარკოვის კვლევით-ბირთვული ობიექტის დაზიანება, რადიაციული გაჟონვა არ მომხდარა

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, მან შემოწმებისას დაადგინა, რომ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ ხარკოვში მდებარე ბირთვული კვლევის ობიექტი დაზიანდა, დაბომბვის შედეგად ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტის დროს, თუმცა აღნიშნა, რომ რადიაციის გაჟონვის ან ბირთვული მასალის გადაადგილების რაიმე ნიშანი არ აღმოუჩენია. გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ ინსპექცია ხარკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 8-10 ნოემბერს განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს რეგიონი მძიმედ დაიბომბა რუსეთის ...

Read More »

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინაში 500 ელექტრო გენერატორი გაგზავნა

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის თხოვნას გამოეხმაურნენ და ქვეყანას 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნეს. ამის შესახებ უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ დაწერა. “გმადლობთ, რუსული ტერორის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერისთვის. კვირების განმავლობაში რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უტევს. ევროკავშირის 17-მა წევრმა ქვეყანამ ჩვენი მოთხოვნა შეისმინა და 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნა, რომ დაეხმარონ უკრაინელებს ზამთრის გადატანაში”, – დაწერა მან Twitter-ში. უკრაინამ შესაბამისი თხოვნით ნატოსა და ევროკავშირის ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – მინდა, გავაფრთხილო რუსეთი, რომ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესაძლო მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს

მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს – თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართება, – ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას. ზელენსკის თქმით, ახლა დონეცკის რეგიონში არის ყველაზე დიდი დაპირისპირება და იქ ბევრი რამ წყდება. მისივე თქმით, ნებისმიერი დანაკარგი იქ, არის ქვეყნის დანაკარგი. პრეზიდენტის განცხადებით, ისინი ...

Read More »