ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინაში 500 ელექტრო გენერატორი გაგზავნა

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის თხოვნას გამოეხმაურნენ და ქვეყანას 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნეს.

ამის შესახებ უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ დაწერა.

“გმადლობთ, რუსული ტერორის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერისთვის. კვირების განმავლობაში რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უტევს. ევროკავშირის 17-მა წევრმა ქვეყანამ ჩვენი მოთხოვნა შეისმინა და 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნა, რომ დაეხმარონ უკრაინელებს ზამთრის გადატანაში”, – დაწერა მან Twitter-ში.

უკრაინამ შესაბამისი თხოვნით ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს 20 ოქტომბერს მიმართა.

Leave a Reply