იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

უკრაინა და აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავენ

უკრაინა და აშშ უკრაინაში მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობისთვის საპილოტე პროექტს იწყებენ. შესაბამის შეთანხმებას აშშ-შიმიაღწიეს.

„როდესაც რუსი ბარბაროსები აწარმოებენ უსამართლო ომს ჩვენს წინააღმდეგ და ცდილობენ, გაანადგურონ ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, უკრაინა მუშაობს არამხოლოდ თავდაცვასა და სწრაფ აღდგენაზე, არამედ უკვე გეგმავს ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის აშენებას.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კერიმ და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში განაცხადეს უკრაინაში მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობის საპილოტე პროექტის დაწყების შესახებ“, – აცხადებს შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა.

გარდა ამისა, ჯონ კერიმ გამოაცხადა ახალი ინიციატივის დაწყების შესახებ (Project Phoenix), რომელიც მიზნად ისახავს, დააჩქაროს ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გადაქცევა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში SMR-ებზე 9მოწინავე მცირე მოდულური რეაქტორები) მომუშავე სადგურებად.

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონი აცხადებს, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%, რუსეთის თავდასხმების შემდეგ  არ ფუნქციონირებს. ევროკავშირი მის აღდგენაში უკრაინას დაეხმარება.

წყარო: europetime.eu

Leave a Reply