Tag Archives: #გაზი

გერმანიის დამქირავებლები და პროფკავშირები ეწინააღმდეგებიან რუსეთის გაზის დაუყოვნებელ აკრძალვას

ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ გერმანიის დამქირავებლებს და პროფკავშირებს, ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ რუსეთის გაზის იმპორტის დაუყოვნებელ აკრძალვას და აცხადებენ, რომ ამგვარი ნაბიჯი მოიტანს ქარხნების დახურვას და სამუშაო ადგილების დაკარგვას. რაინერ დულგერმა, გერმანიის დამქირავებელთა კონფედერაციის (BDA) ხელმძღვანელმა და რაინერ ჰოფმანმა, გერმანიის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (DGB) ხელმძღვანელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 18 აპრილს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას ენერგეტიკის ...

Read More »

„გაზპრომში“ აცხადებენ, რომ ევროპაში გაზის ექსპორტს უკრაინის გავლით აგრძელებენ

რუსული გაზის მწარმოებელი „გაზპრომი“ აგრძელებს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უკრაინის გავლით, ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად, – ინფორმაციას Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 17 აპრილისთვის, მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა 57 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »

უნგრეთი: რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციებს მხარს არ დავუჭერთ

ბუდაპეშტი რუსულ ნავთობსა და გაზზე ევროკავშირის სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს, აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო. „უნგრეთში რუსული გაზის იმპორტი შეფერხების გარეშე ხორციელდება“, – განაცხადა სიიარტომ ანკარაში ვიზიტისას გამართულ პრეს-კონფერენციაზე. უნგრეთი ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებას განიხილავს. ევროკავშირის მასშტაბით სანქციების შემოღებისთვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. რუსული ენერგო-მატარებლების ...

Read More »

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს 5“-ის სატელევიზიო ეთერში ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ. „დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს რამდენიმე ევროპელ ლიდერთან და პრეზიდენტ ბაიდენთან მოლაპარაკების დროს განვიხილავ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონის თქმით, საფრანგეთი აპირებს, რუსული გაზის საკითხი წინ წაწიოს, რადგან „საფრანგეთს ის არ სჭირდება“. ამასთან, მაკრონმა თქვა, რომ ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე. რაც შეეხება რუსეთიდან ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომის“ ექსპორტი მეოთხედით შემცირდა

იმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 15 აპრილამდე „გაზპრომის“ გაზის ექსპორტმა უცხოეთში 44,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 26,4%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. წინასწარი მონაცემებით, „გაზპრომმა“ ამ პერიოდში 155,9 მილიარდი კუბური მეტრი მოიპოვა, რაც გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. გაიზარდა ჩინეთში გაზის ექსპორტი Power of Siberia გაზსადენით. Gas Infrastructure Europe-ის ინფორმაციით, ევროპის მიწისქვეშა საწყობებიდან ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

ნიდერლანდებმა თავის კომპანიებს რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა აუკრძალა

ნიდერლანდების მთავრობა ევროკომისიის დასკვნას ეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსული ბუნებრივი აირის შეძენა რუბლებში, სანქციების დარღვევაა. კომპანიებს ეკრძალებათ დაეთანხმონ ამ პირობებს. აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. „ნიდერლანდები ეთანხმება ევროკავშირის შეფასებას, რომ პირობების მიღება, რომელიც მოითხოვს რუბლებში გადახდას, სანქციების დარღვევა იქნება“, – განაცხადა ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ევროპამ „გაზპრომს“ რუსული ვალუტით გადაუხადოს. ენერგეტიკულმა კომპანიებმა „გაზპრომბანკში“ ორი ანგარიში უნდა გახსნან, ...

Read More »
„გაზპრომი“ ლიტვაში მონოპოლიას კარგავს

სერბეთი რუსულ გაზზე უარს უკვე 2023 წელს იტყვის

სერბეთი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, უკვე 2023 წლის სექტემბრიდან თხევად გაზს საბერძნეთიდან, ხოლო ბუნებრივს – აზერბაიჯანიდან მიიღებს. ამის შესახებ სერბეთის ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანა მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე – რუსეთზეა დამოკიდებული, მაგრამ იგეგმება გაზის მიღების გაზრდა ნის-დიმიტროვგრადის გაზსადენით, რომელიც სერბეთს ბულგარეთთან დააკავშირებს. მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება. „სერბეთი კვლავ ერთ მიმწოდებელზეა დამოკიდებული. ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

რუსული ნავთობისა და გაზის ემბარგო გერმანიაში 400 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს

რუსულ ენერგორესურსებზე სრული ემბარგო გერმანიაში რეცესიას და 400 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს. ამის შესახებ ერთ-ერთი ეკონომიკური ინსტიტუტი პროგნოზირებს. წინა კვირაში ევროკავშირი დაეთანხმა რუსული ქვანახშირის იმპორტის სრულად აკრძალვას. ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი ქვეყანა სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს სრულად შეწყვიტონ რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი, რასაც ბერლინი ეწინააღმდეგება. გერმანიის ხუთი წამყვანი ეკონომიკის კვლევითი ცენტრი პრონოზირებს, რომ თუ რუსული ენერგორესურსების შესყიდვა შეწყდება, გერმანიის ეკონომიკური ...

Read More »

ეგვიპტე ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება

იტალიურმა Eni-მ ხელი მოაწერა შეთანხმებას ეგვიპტეში გაზის მოპოვების გაზრდისა და ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების გაზრდის შესახებ. ამის შესახებ Reuters წერს. Eni-მ, რომელმაც აღმოაჩინა ეგვიპტის სუპერგიგანტური გაზის საბადო Zohr 2015 წელს, განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგ კომპანიასთან (EGAS) გაზარდოს გაზის წარმოება და გაზარდოს საძიებო სამუშაოები არსებულ და ახალ საბადოებზე. ამით ევროპა აძლიერებს ძალისხმევას გაზის იმპორტის ალტერნატიული ...

Read More »
როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

პუტინი: ევროპა რუსულ გაზზე უარის თქმას ვერ შეძლებს

რუსეთის პრეზიდენტმა ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები რუსულ გაზზე მთლიანად უარის თქმას ვერ შეძლებენ. „არამეგობრული ქვეყნები თავად აღიარებენ, რომ რუსული ენერგო-რესურსების გარეშე ვერაფერს გახდებიან“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. პუტინმა ევროპელი პოლიტიკოსების ეკოლოგიურ “ფარისევლობაში“ დაადანაშაულა. „მზად არიან, უარი თქვან საკუთარ მწვანე დღის წესრიგზე და ფსონი კვლავ მაღალნახშირბადიან ენერგეტიკაზე დადონ, რომელზეც ცოტა ხნის წინ მთლიანად უარის თქმას აპირებდნენ. ბევრი პოლიტიკური ...

Read More »