როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

პუტინი: ევროპა რუსულ გაზზე უარის თქმას ვერ შეძლებს

რუსეთის პრეზიდენტმა ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები რუსულ გაზზე მთლიანად უარის თქმას ვერ შეძლებენ.

„არამეგობრული ქვეყნები თავად აღიარებენ, რომ რუსული ენერგო-რესურსების გარეშე ვერაფერს გახდებიან“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინმა ევროპელი პოლიტიკოსების ეკოლოგიურ “ფარისევლობაში“ დაადანაშაულა.

„მზად არიან, უარი თქვან საკუთარ მწვანე დღის წესრიგზე და ფსონი კვლავ მაღალნახშირბადიან ენერგეტიკაზე დადონ, რომელზეც ცოტა ხნის წინ მთლიანად უარის თქმას აპირებდნენ. ბევრი პოლიტიკური ძალა [ევროპაში] საკუთარ კამპანიებს ეკოლოგიურ ლოზუნგებზე აწყობდა. ახლა ეს ყველაფერი ქარს გაატანეს“, – ამბობს პუტინი.

დასავლეთში რუსულ ენერგორესურსებზე მოთხოვნის შემცირების პარალელურად პუტინმა აღმოსავლეთის და სამხრეთის ქვეყნებში ექსპორტის გაზრდაზე ისაუბრა.

ამჟამად ევროკავშირის ქვეყნები მოხმარებული ნავთობის მეოთხედს და გაზის 40 პროცენტს რუსეთიდან იღებენ.

Leave a Reply