ბუდაპეშტი რუსულ ნავთობსა და გაზზე ევროკავშირის სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს, აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო.
„უნგრეთში რუსული გაზის იმპორტი შეფერხების გარეშე ხორციელდება“, – განაცხადა სიიარტომ ანკარაში ვიზიტისას გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
უნგრეთი ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე პრორუსული განწყობებით გამოირჩევა.
კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებას განიხილავს.
ევროკავშირის მასშტაბით სანქციების შემოღებისთვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
რუსული ენერგო-მატარებლების იმპორტზე სანქციების დაწესებას მხარს უჭერენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და საფრანგეთი.