Tag Archives: #ენერგეტიკა

„ისინი აგრძელებენ მუშაობას იარაღის ლულის ქვეშ“ – რა მდგომარეობაა ახლა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინული კომპანიის ცნობით, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განიხილავენ გეგმებს, რომ მის მიერ წარმოებული ელექტროენერგია ყირიმში და დონბასის ოკუპირებულ ნაწილზე მიმართონ. რუსი დამპყრობლების გეგმებთან დაკავშირებით ​Energoatom-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, პეტრო კოტინი საუბრობს. იგი ჰყვება, რას ითხოვენ რუსული ძალები თანამშრომლებისგან. პეტრო კოტინის თქმით, ამ დროისთვის რუსებს ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგური როსტოვის საკუთრებად აქვთ გამოცხადებული და მათი მიზანია, რომ ყველა ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაიგდონ. „დღეის ...

Read More »

ატომური ენერგიის სააგენტო ჩერნობილის სადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. „უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა: ტექნიკოსებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე; ტერიტორიის გარეთ ელექტროენერგია კვლავ გამორთულია; დიზელის გენერატორებისთვის მიწოდებულ იქნა დამატებითი საწვავი; პერსონალის ცვლილება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა“,- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ენერგომატარებლებზე ეტაპობრივად თავის დაღწევაზე გეგმას წარადგენს

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გეგმავს, მაისის შუა რიცხვებისთვის წარმოადგინოს წინადადებები, რომელიც 2027 წლისთვის რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ CNN იუწყება. „მაისის შუა რიცხვებისთვის ჩვენ გამოვალთ წინადადებით 2027 წლისთვის რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე ეტაპობრივად უარის თქმის შესახებ, რაც გამყარებული იქნება აუცილებელი ეროვნული და ევროპული რესურსებით“ , – განაცხადა ლაიენმა ევროსაბჭოს სამიტის შემდეგ, ევროპული საბჭოს ...

Read More »

აბრამიშვილი: ნებისმიერი ფასის გადახდა ღირს, რომ რუსეთზე არ იყო დამოკიდებული

რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით დასავლეთში მოლაპარაკებები გრძელდება. შეჯერებული პოზიციები ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ აგრესორი ქვეყანა სტაბილური და სანდო პარტნიორი ვეღარ იქნება. “დღევანდელი ევროპა დაახლოებით 40%-ით განახლებად ენერგიებზეა დამოკიდებული, 40%-მდე წიაღისეულზე, ხოლო დარჩენილი 23-24% ატომურ ენერგიაზე ნაწარმოები ელექტროენერგიაა. ეს საკმაოდ გრძელ ვადაში გაწელილი პროცესი იქნება. რესურსების სწორად და ადეკვატურად ათვისება მარტივი არ არის. საჭიროა მსხვილი ინვესტიციებიც. ძალიან ...

Read More »

საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორმა უკრაინის დასახმარებლად ₾300 000-ზე მეტი გადარიცხა

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) წევრმა კომპანიებმა 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სხვადასხვა საერთაშორისო, უკრაინულ და ქართულ ფონდებში 320 000 ლარამდე გადარიცხეს. „გვჯერა უკრაინის გამარჯვების და რუსეთისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მიღწევის. მანამდე კი, შეძლებისდაგვარად, ყველანი მხარში უნდა ამოვუდგეთ უკრაინელ ხალხს“,- აცხადებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი. მისივე თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების საკითხი ...

Read More »

ტექნოლოგიური კომპანია ყველაზე ღრმა ხვრელების გათხრას გეგმავს, რომლებიც შესაძლოა, უშრეტი ენერგიის წყაროდ იქცნენ

2020 წელს დაარსებულმა ენერგოკომპანია Quaise-მა სერიოზული ყურადღება ერთი საკმაოდ თამამი მიზნის გამო მიიპყრო — გეგმავს, დედამიწის ქერქში ისტორიაში ყველაზე ღრმა ხვრელი გათხაროს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის შვილობილ კომპანიას უკვე აქვს 63 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალი — საკმაოდ კარგი საწყისი იმისათვის, რომ გეოთერმული ენერგია შეიძლება მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. კომპანიას სურს, დედამიწის სიღრმისკენ ტრადიციული საბურღი მეთოდებითა და მეგავატის სიმძლავრის სინათლით გაბურღოს, რაც ისეთი ტექნოლოგიებით ...

Read More »

ევროკავშირის სამიტი ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელებს

ევროკავშირის ლიდერები 10 მარტს საფრანგეთში სამიტზე შეიკრიბებიან, რათა 27-წევრიანმა ბლოკმა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგების სასწრაფოდ მოგვარების გზები გამონახოს. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კრიზისულ სამიტს ვერსალის სასახლეში უხელმძღვანელებს. “რუსეთის აგრესიული ომი წარმოადგენს ტექტონიკურ ცვლილებას ევროპის ისტორიაში”, – ნათქვამია ორდღიანი შეხვედრის საბოლოო დეკლარაციის პროექტში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო AFP-მა მოიპოვა. ევროკავშირის ლიდერები უნდა მივიდნენ საერთო დასკვნამდე, თუ “როგორ შეუძლია ...

Read More »

მიხაილ პოდოლიაკი: ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება საშიშია, ეს არის საფრთხე მთელი ევროპისთვის და თავად რუსეთისთვის

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება საშიშია, რადგან რუსი დამპყრობლების მოქმედებების გამო სადგური ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა და ახლა არავის ესმის, რა ხდება იქ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან აღნიშნა. „ზოგადად, ჩერნობილში ვითარება ძალიან საშიშია. ოკუპანტების მოქმედების გამო იქ სტაბილური ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვთ ობიექტებს, რომლებიც ელექტრომომარაგების გარეშე უბრალოდ არ უნდა დარჩნენ. ეს არის საფრთხე მთელი ევროპისთვის და, ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: საქართველოს მიზანია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის შეფასებით, საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. მისი თქმით, მიზნის სრულად შესასრულებლად და ევროკავშირში შესვლის დასაჩქარებლად მნიშვნელოვანია უკეთესი კავშირების შექმნა და ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპის საერთო ბაზარზე. დეპუტატის განცხადებით, საქართველოს მიზანია, ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება რუსეთის ენერგო რესურსებზე. ...

Read More »

უნგრეთის პრემიერი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიცავდეს ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიცავდეს ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას, – ამის შესახებ აღნიშნულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. „ვგმობთ რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმას და ვგმობთ ომს, თუმცა არ დავუშვებთ, რომ უნგრულ ოჯახებს ამ ომის საფასური გადაახდევინონ. სანქციები არ უნდა გავრცელდეს ნავთობისა და გაზის სფეროებზე“, – აცხადებს ორბანი. ორბანის თქმით, რუსეთის ენერგოსექტორზე ...

Read More »