Tag Archives: #რუსეთი

რუსეთმა ნავთობის მოპოვება გაზარდა

სექტემბრის პირველ კვირებში რუსეთში ნედლი ნავთობისა და კონდენსატის წარმოება გაიზარდა. ქვეყნის უმსხვილესმა მწარმოებლებმა OPEC+-ის შეთანხმების შესაბამისად, წარმოება გაზარდეს. ზრდას ასევე ხელი შეუწყო Gazprom-ის მუშაობის აღდგენამ დასავლეთ ციმბირის ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ. ენერგეტიკის სამინისტროს CDU-TEK-ის განყოფილების მონაცემებით, ქვეყანამ 1-დან 13 სექტემბრამდე დღეში საშუალოდ 1,456 ათასი ტონა ნავთობი გადატუმბა. ეს 10.679 მილიონ ბარელს უდრის დღეში, რაც აგვისტოს დონეს 2.4%-ით აღემატება. თუ ნავთობის წარმოების ეს მაჩვენებელი მთელი სექტემბრის განმავლობაში ...

Read More »
სომხეთი საქართველოს გავლით გაზის ტრანსპორტირების მარშრუტს ცვლის

ერევანი იმედოვნებს, რომ რუსეთი შეამცირებს ბუნებრივი აირის ფასს სომხეთისთვის

ერევანი იმედოვნებს, რომ მოსკოვი წელს მაინც არ გაზრდის ბუნებრივი აირის ფასს. აღნიშნულის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა განაცხადა ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. “”გაზპრომთან” მოლაპარაკებები პერმანენტულ ხასიათს ატარებს. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ, თუ ღირებულების შემცირებას არა, არსებული ფასის შენარჩუნებას მაინც” – ციტირებს მას “ინტერფაქსი”. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სიურპრიზები არ იქნება მოსალოდნელი და გამოთქვა იმედი, საზღვარზე გაზის ფასის შენარჩუნების. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ...

Read More »

რუსეთი იმედოვნებს, რომ გაზის დეფიციტი ევროპაში “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის სერიფიცირებას დააჩქარებს

რუსეთი ელოდება, რომ ევროპის შეშფოთება ბუნებრივი აირის დაბალი მარაგის გამო, დააჩქარებს სერტიფიცირების პროცესს Nord Stream 2 გაზსადენის პროექტისთვის. “მილსადენი (ჩრდილოეთის ნაკადი 2) საშუალებას მისცემს რუსეთს მეტი ენერგიის ექსპორტი განახოლრციელოს უკრაინული ინფრასტრუქტურის გამოყენების გარეშე … ამჟამად რუსეთი სპეციალურად არ აწვდის ევროპას არც ერთი კუბური მეტრით მეტ გაზს უკრაინის გავლით, ვიდრე ამას მოითხოვს გერმანიასთან შეთანხმება. ხსენებულით ის ცდილობს მიზანმიმართულად შექმნას ბუებრივი აირის ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

პოლონეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

პოლონეთს რუსული გაზი 2023 წლიდან აღარ დასჭირდება. ამის შესახებ ენერგეტიკის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკითხებში პოლონეთის მთავრობის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, პიოტრ ნაიმსკიმ განაცხადა, რასაც Euractiv-ი ავრცელებს. ნაიმსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ბალტიის გაზსადენი Baltic Pipe 2022 წლის 1 ოქტომბრიდან სრულად ამოქმედდება, რომლის საშუალებითაც პოლონეთი ნორვეგიის კონტინენტალური შელფიდან გაზს მიიღებს. გაზსადენს დანიური კომპანია Energinet ოპერირებს. პოლონეთისთვის რუსული გაზის მიწოდებაზე იამალის კონტრაქტის ვადა 2022 წლის 31 ...

Read More »

რუსეთი და ბელორუსი ნავთობისა და გაზის საერთო ბაზრებს შექმნიან

2023 წლის 1 დეკემბრამდე გაფორმდება დოკუმენტი რუსეთისა და ბელორუსის ერთიანი გაზის ბაზრის შექმნის შესახებ. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ”2023 წლის 1 დეკემბრამდე გაფორმდება დოკუმენტი მოკავშირე სახელმწიფოსთან ბუნებრივი აირის ერთიანი ბაზრის შექმნის თაობაზე” – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ბელორუსიელ კოლეგასთან –  ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ. გარდა ამისა, მისივე სიტყვებით, იგეგმება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრების გაერთიანების შესახებ შეთანხმების გაფორმებაც, ასევე ...

Read More »

“ნაფტოგაზის” დირექტორი: აშშ-ს სანქციებმა შესაძლოა შეაჩეროს Nord Stream 2-ის ფუნქციონირება

აშშ-ს ახალმა სანქციებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს Nord Stream 2 გაზსადენის ფუნქციონირებას, მიიჩნევს “ნაფტოგაზის” ხელმძღვანელი იური ვიტრენკო. “თუ აშშ-ს მთავრობა სანქციებს დააწესებს, ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული კომპანიები არ შეიძენენ ბუნებრივ აირს აღნიშნული მილსადენით და შესაბამისად, Nord Stream 2-ც არ იმუშავებს” – განაცხადა ვიტრენკომ YES Brainstorming ფორუმზე. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს სანქციებმა შეძლო ხსენებული მილსადენის მშენებლობის შეფერხება. შეგახსენებთ, ...

Read More »

ზახაროვა: რუსეთი მზად არის გააგრძელოს ბუნებრივი აირის ტრანზიტი უკრაინის გავლით

რუსეთი მზად არის გააგრძელოს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გავლით, ეს არის კომერციული საკითხი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. “ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ გაზის ტრანზიტი უკრაინაში, თუმცა, აღნიშნული არის წმინდა კომერციული საკითხი და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ევროპული შესყიდვების მოცულობაზე მომავალში და ალტერნატიული მარშრუტების კონკურენტუნარიანობაზე” – აღნიშნა მან ბრიფინგზე. უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ...

Read More »

„გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს

რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, რუსულ ენერგოგიგანტს სურს, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პირველი ხაზით გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება პირველ ოქტომბერს დაიწყოს. თუმცა, ევროპაში ახალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყების ვადა საბოლოოდ დამოკიდებულია გერმანიის მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე. გაზსადენის ორივე ხაზის ამოქმედება კი პირველი დეკემბრიდან იგეგმება. „ბლუმბერგის“ ცნობით, „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს ჯერ კიდევ ...

Read More »

რუსეთი უკმაყოფილოა ევროკავშირის “ნახშირბადის გადასახადით”

რუსეთმა ევროკავშირს სთხოვა განემარტა გარკვეული საქონლის იმპორტზე “კლიმატის” საბაჟო გადასახადის ფორმირების პრინციპების შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. “ჩვენ აღნიშნული შეკითხვა დავუსვით ევროკავშირს, ვთხოვეთ მათ პრინციპის ახსნა. ველოდებით პასუხს” – განაცხადა მინისტრმა. ლავროვის აზრით, “ნახშირბადის გადასახადი” პირდაპირ ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ შემოიღო „კლიმატის“ საბაჟო გადასახადები რკინასა და ფოლადზე (მათ შორის მილები და რელსები), ...

Read More »

ზელენსკიმ მოუწოდა კონგრესმენებს გააგრძელონ ზეწოლა Nord Stream 2-ზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ს კონგრესის დელეგატებთან შეხვედრისას, მოუწოდა მათ გააგრძელონ სანქციების მეშვეობით ზეწოლის განხორციელება რუსეთის ფედერაციაზე, Nord Stream 2 გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ლიდერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სენატორები ლინდსი გრეჰემი, ჯონ ბარასო, ტომი ტაბერვილი, ბენ სესი და წარმომადგენელთა პალატის წევრი უილიამ ტიმონსი მონაწილეობას იღებდენნე ზელენსკისთან შეხვედრაში. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პოლიტიკოსებს ჩრდილოეთის ნაკად 2-თან მიმართებაში ...

Read More »