რუსეთი მზად არის გააგრძელოს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გავლით, ეს არის კომერციული საკითხი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
“ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ გაზის ტრანზიტი უკრაინაში, თუმცა, აღნიშნული არის წმინდა კომერციული საკითხი და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ევროპული შესყიდვების მოცულობაზე მომავალში და ალტერნატიული მარშრუტების კონკურენტუნარიანობაზე” – აღნიშნა მან ბრიფინგზე.
უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ გაზის ტრანზიტი უკრაინაში გაგრძელდება 2024 წლის შემდეგაც, “თუკი მოთხოვნა იქნება”. გარდა ამისა, მან დაამატა, რომ წამყვანი მსოფლიო სააგენტოების შეფასებით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება.
ნინო სამადაშვილი