Tag Archives: #ნავთობკომპანიები

მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება ქარიშხალი “იდას” გამო 91%-ით შეჩერდა

მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება თითქმის 91%-ით შეჩერებულია ლუიზიანას შტატის სანაპიროზე ქარიშხალი “იდას” მოახლოების გამო. აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს “სამმართველო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. შაბათს დილით მექსიკის ყურეში განხორციელდა 279 თანამშრომლის ევაკუაცია 560 ნავთობისა და გაზის მომპოვებელი პლატფორმიდან. თვით პლატფორმებზე მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა გამოირიცხოს ნავთობისა და გაზის გაჟონვის საფრთხე. ...

Read More »

ერაყი ნავთობის ექსპორტს ზრდის

ერაყის ნავთობის ექსპორტის საშუალო დღიური მოცულობა ივლისის თვეში წინა თვესთან შედარებით 0.9% -ით გაიზარდა, 2.918 მილიონ ბარელამდე დღეში, ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOMO) ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ივნისის თვის ბოლოს ერაყიდან ნავთობის მიწოდების საშუალო დღიურმა მოცულობამ შეადგინა 2,892 მილიონი ბარელი დღეში. შედეგად, ერაყიდან ივლისის თვეში  ექსპორტირებულ იქნა 90,468 მილიონი ბარელი ნავთობი, ხოლო ივნისში 86,766 მილიონი ბარელი. ბასრას საბადოებიდან ექსპორტის ...

Read More »

2020 წელს, SOCAR–ის შემოსავლებმა უკრაინაში 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა

2020 წელს, SOCAR Energy Ukraine–ის (SOCAR-ის შვილობილი კომპანია) შემოსავლებმა უკრაინაში განხორციელებული ოპერაციებიდან 402.7 მილიონი დოლარი შეადგინა. „ინტერფაქს ზერბაიჯანის“ ცნობით, აღნიშნული მოცმეულია SOCAR–ის 2020 წლის “მდგრადი განვითარების ანგარიშში”. 2020 წელს, SOCAR Energy Ukraine–ის შემოსავლებმა 684.581 მილიონი მანათი (6.2%-იანი შემცირება) შეადგინა, საოპერაციო ხარჯებმა – 574.848 მილიონი მანათი (12.7%-იანი შემცირება), სახელმწიფო გადახდებმა – 1.955 მილიონი მანათი (50.3%-იანი შემცირება). “ხელფასები, სოციალური პროგრამები და ბონუსები ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირის” ცნობით, 2021 წლის 23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.75 (+ 3.57)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.64 (+ 3.50)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

ნავთობის გაიაფება ქართულ ბაზარზე ჯერ არ ასახულა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს. ბოლო დღეებში მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე „შავი ოქროს“ ფასი შემცირდა და Brent $66–ის სიახლოვეს, ხოლო WTI — $63–თან ივაჭრება. როგორც „კომერსანტს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა უთხრა, ნავთობზე ფასები ბოლო პერიოდში მცირდება, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული, თუმცა, მისივე თქმით, სამომავლოდ როგორ გაგრძელდება ტენდენცია, ამის პროგნოზირება რთულია. „ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასის შემცირება ...

Read More »

SOCAR-მა და BP-მ აბშერონში პირველი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა დაიწყეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და BP–მ კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში, ჩრდილოეთ  ხალის პერსპექტიულ უბანში  Shallow Water Absheron Peninsula (SWAP)–ში პირველი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა დაიწყეს. 18 აგვისტოს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში SOCAR–მა და BP–მ აღნიშნეს, რომ ბურღვა 9 აგვისტოს დაიწყეს Satti jack-up მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უსაფრთხოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. „ეს პირველი ჭაბურღილია ამ ტერიტორიაზე. ჭაბურღილის სავარაუდო სიღრმე 2,424 მეტრამდე მიაღწევს, ხოლო ამ ...

Read More »

OPEC+ ქვეყნები არ შეასრულებენ ვაშინგტონის მოთხოვნას ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირის” ცნობით, OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა გადაწყვიტეს არ გაჰყოლოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებას, გაეზარდათ ნავთობის მოპოვება კარტელის მონაწილეების მიერ დაგეგმილ დონეზე. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თეთრმა სახლმა მოუწოდა OPEC+-ს გაზარდოს ნავთობის მოპოვება. აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა აძლიერებს ინფლაციას და ანელებს ეკონომიკურ ზრდას. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ აუცილებელია მსოფლიო ნავთობის მოპოვების გაზრდა, რათა კონკურენცია საწვავის ფასების შემცირებას ...

Read More »

ნავთობის ფასი ისევ შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.23 (- 0.80)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.46 (- 1.13)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რა ახდენს გავლენას ნავთობის ფასების ფორმირებაზე?

პოსტ-საბჭოთა სივრცის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ბენზინის ფასი მატებას კვლავაც განაგრძობს, იმის მუხედავდ, თუ როგორია ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე, ან ეროვნული ვალუტების ინფლაციის მაჩვენებელი. აღნიშნულ ქვეყენებში ბევრს მიაჩნია, რომ მხოლოდ მათთან იზრდება ბენზინის ფასი, როგორც ნავთობის ფასების ზრდის, ასევე მისი შემცირებითს შემთხვევაში და მოცემულ ფაქტს, უმეტესად არცთუ უსაფუძვლოდ, შიდა კორუფციულ გარიგებებს უკვშირებენ. თუმცა, სამწუხაროდ, ხსენებული არის თითქმის ყველგან ...

Read More »

Shell-ი ნიგერიაში ნავთობის დაღვრის გამო 111 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის

50 წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო ნავთობის კორპორაცია Shell-ი ნიგერიას 111 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. კომპანიის სპიკერის განცხადებით, აღნიშნული თანხა იქნება სრული და საბოლოო ანგარიშსწორება Ejama-Ebubu-ს საზოგადოებისათვის 1967-1970 წლებში მიმდინარე ომის დროს დაღვრილი ნავთობისთვის. კომპანია საკუთარ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ინციდენტი მესამე პირის ჩარევით მოხდა და ამასთან უშუალოდ კომპანიას კავშირი არ ჰქონია. 2010 წელს ნიგერიის სასამართლომ, Shell-ი 41.36 მილიონი აშშ ...

Read More »