პოსტ-საბჭოთა სივრცის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ბენზინის ფასი მატებას კვლავაც განაგრძობს, იმის მუხედავდ, თუ როგორია ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე, ან ეროვნული ვალუტების ინფლაციის მაჩვენებელი.
აღნიშნულ ქვეყენებში ბევრს მიაჩნია, რომ მხოლოდ მათთან იზრდება ბენზინის ფასი, როგორც ნავთობის ფასების ზრდის, ასევე მისი შემცირებითს შემთხვევაში და მოცემულ ფაქტს, უმეტესად არცთუ უსაფუძვლოდ, შიდა კორუფციულ გარიგებებს უკვშირებენ. თუმცა, სამწუხაროდ, ხსენებული არის თითქმის ყველგან გავრცელებული პრაქტიკა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა რეალურად მიმდინარეობს მხოლოდ ვენესუელაში და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყნების ბუნებრივი რესურსები აღნიშნულის საშუალებას უფრო მეტად იძლევა.
იმ ფაქტის გათვალისწინებითაც კი, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საწვავზე შიდა ფასები რეგულირება და ბევრგან ძალიან მკაცრადაც, ბუნებრივია, ნავთობის სართაშორისო საბაზრო ღირებულება მაინც არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას.
რა ფაქტორები განსაზღვრავს ნავთობის ფასებს?
“ოპეკის” ანალიტიკოსები შეეცადნენ შეეფასებინათ სხვადასხვა ქვეყნების, ფაქტორებისა და მოვლენების გავლენა ნავთობის ფასზე. მათი დასკვნებით, ფასების 40-45 პროცენტი “ნაკარნახევია”, მსოფლიო წამყვან, უმეტესად კი, ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე, თავისუფალი ვაჭრობის შედეგებით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულზე გარკვეულ გავლენას ახდენს ის ფაქტიც, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მსხვილი მყიდველების უმეტესობა ტრანსნაციონალური კომპანიებია. რომლებიც ხშირად სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებებსაც ემსახურებიან.
“ოპეკის” ანალიტიკოსებს გამოთვლებით, თავად “ოპეკისა” და “ოპეკ+”-ის შეთანხმებები თითქმის იგივე გავლენას ახდენენ ნავთობის ფასებზე, რასაც ბირჟებზე ვაჭრობის შედეგები – 35-40 პროცენტი.
ბუნებრივია, ნავთობის ფასების ფორმირებაზე გარკვეულ გავლენას ასევე ახდენს საქნქციების ავლით დადებული სავაჭრო ხელშეკრულებები ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიც რუსეთი, ჩინეთი და ირანი, თუმცა, “ოპეკის” ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ზეგავლენა 10%-ს არ აღემატება.
ნინო სამადაშვილი