ერაყი ნავთობის ექსპორტს ზრდის

ერაყის ნავთობის ექსპორტის საშუალო დღიური მოცულობა ივლისის თვეში წინა თვესთან შედარებით 0.9% -ით გაიზარდა, 2.918 მილიონ ბარელამდე დღეში, ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOMO) ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ივნისის თვის ბოლოს ერაყიდან ნავთობის მიწოდების საშუალო დღიურმა მოცულობამ შეადგინა 2,892 მილიონი ბარელი დღეში.

შედეგად, ერაყიდან ივლისის თვეში  ექსპორტირებულ იქნა 90,468 მილიონი ბარელი ნავთობი, ხოლო ივნისში 86,766 მილიონი ბარელი. ბასრას საბადოებიდან ექსპორტის ჩათვლით ივლისში შეადგინა დაახლოებით 87,455 მილიონი ბარელი, ხოლო კირკუკის საბადოებიდან – 3,012 მილიონი.

ერაყის შემოსავლებმა ნავთობის ექსპორტიდან ივლისის თვეში შეადგინა  6.476 მილიარდი დოლარი.

 

Leave a Reply