Tag Archives: #გაზი

უნგრეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში კონვერტაციაზე თანახმაა

უნგრეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთთან შეთანხმდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი საფასური რუბლში დაკონვერტირდება, რაც ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას საფრთხის წინაშე აყენებს. “უნგრეთი, სხვა ცხრა ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის სრული შესაბამისობით, Gazprombank-ში იხდის ევროს, რომელსაც Gazprombank-ი რუბლებში გადაიტანს”, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა, გერგელი გულიასმა. უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსულ ენერგეტიკაზე ერთ-ერთი ყველაზე დამოკიდებული ქვეყანაა, ამტკიცებს, რომ რუსული ბუნებრივი აირის ...

Read More »

შარლ მიშელი – „გაზპრომის“ გადაწყვეტილება გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, რუსეთის კიდევ ერთი აგრესიული ცალმხრივი ნაბიჯია

„გაზპრომის“ გადაწყვეტილება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, რუსეთის კიდევ ერთი აგრესიული ცალმხრივი ნაბიჯია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ევროკავშირი რუსული ენერგიის იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას მხარს დაუჭერს. „ „გაზპრომის“ გადაწყვეტილება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, რუსეთის კიდევ ერთი აგრესიული ცალმხრივი ნაბიჯია. ჩვენ ვიქნებით ერთიანები და ერთმანეთს მხარს დავუჭერთ ...

Read More »

დღეს გაზის მიწოდება დროებით 4800-მდე აბონენტს შეუწყდება

28 აპრილს 23:00 საათზე გაზის მიწოდება დროებით 4800-მდე აბონენტს შეუწყდება. გაზმომარაგების აღდგენა კი პარასკევს – 29 აპრილის 10:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება დღის ბოლომდე, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 აპრილს 23:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება: თემქის დასახლების (ზღვის უბნის) III მ/რ – 2 კვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალია გაზს კონგოდანაც მიიღებს

იტალიურმა ენერგოკომპანია ENI -მ კონგოს რესპუბლიკასთან ბუნებრივი გაზის მოპოვებასა და მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა. კონგოსთან ხელშეკრულება ახალ პროექტს გულისხმობს, რომლის განხორციელების შედეგადაც შესაძლებელია 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღება. ამ დროისთვის იტალიის მოხმარების 38%-ს რუსული გაზი შეადგენს. ქვეყანა ცდილობს ამ რესურსის ჩანაცვლებას და ახალი კონტრაქტებით ამ მოცულობას გაანახევრებს.

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და რაგბის კლუბ „ლელოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და რაგბის კლუბ „ლელოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი, რომელსაც ხელი ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „ლელოს“ თავმჯდომარემ, ვასილ კევლიშვილმა მოაწერეს, კორპორაციის მხრიდან კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. დიდ 10-ში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე, მრავალწლიანი ტრადიციების მქონე რაგბის კლუბს მიღწევების მრავალფეროვანი და მდიდარი ისტორია აქვს. იგი სამ სარაგბო ბაზას ფლობს და საქართველოში წლის ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთს საწვავის გაყიდვით მიღებული შემოსავალი გაუორმაგდა

უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთმა თითქმის გააორმაგა ევროკავშირისთვის წიაღისეული საწვავის მისყიდვით მიღებული შემოსავალი. ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინანსური ცენტრის CREA-ს ინფორმაციით, მიუხდავად იმისა, რომ გაყიდვების მოცულობა შემცირდა, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მიიღო ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტიდან. გამოცემა The Guardian-ი CREA-ზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ექსპორტით, 24 თებერვლიდან პერიოდში, რუსეთმა 44 ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირის ენერგეტიკული კომპანიები ემზადებიან ვლადიმირ პუტინის პირობების შესასრულებლად

ევროპის ზოგიერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია კრემლის მიერ მოთხოვნილი რუსული გაზის გადახდის ახალ სისტემას აყალიბებს, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, შეამცირებს ევროკავშირის სანქციებს, საფრთხეს უქმნის ბლოკის ერთიანობას და მილიარდობით ნაღდ ფულს გადასცემს რუსეთის ეკონომიკას. გაზის დისტრიბუტორები გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში – მათ შორის რუსული გაზის ორი უმსხვილესი იმპორტიორი, დიუსელდორფში Uniper და ვენაში OMV – ემზადებიან რუბლის ანგარიშების გასახსნელად შვეიცარიაში გაზპრომბანკში. მათ განაცხადეს, ...

Read More »

ჯენ ფსაკი – პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის

პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ნაბიჯი, ენერგორესურების ფაქტობრივად იარაღად გარდაქმნა ნავარაუდევი იყო. სწორედ ამიტომ ჩვენ ევროპასთან კავშირზე ვართ. მათ შორის გასული 24 საათის განმავლობაში პოლონეთისა და ბულგარეთის ლიდერებთან. ჩვენ უკვე გარკვეული დროა, თვეებია, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაცია განვახორციელოთ“,- განაცხადა ფსაკიმ.

Read More »

პოლონეთმა რუსული გაზისგან თავისუფლება ოფიციალურად გამოაცხადა

პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულების ნებისმიერი ფორმიდან გასვლის შესახებ განაცხადა, წერს RBC-Ukraine. „დღეიდან ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული რუსეთზე. ჩვენი საცავები კვლავ სავსეა, მათ ყოველდღიურად შევავსებთ 100%–მდე. დღეისათვის გაზმომარაგების 78% მოდის ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ასევე საკუთარი წარმოებიდან“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

Bloomberg: “რუსული გაზის ოთხმა ევროპელმა მყიდველმა მისი ფასი რუბლში გადაიხადა”

“რუ­სუ­ლი გა­ზის ოთხმა ევ­რო­პელ­მა მყიდ­ველ­მა მისი სა­ფა­სუ­რი რუბ­ლებ­ში უკვე გა­და­ი­ხა­და, ისე, რო­გორც ამას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ითხოვ­და”, – ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა “ბლუმ­ბერ­გი” რუ­სუ­ლი გა­ზის გი­განტ კომ­პა­ნია “გა­ზპ­რომ­თან“ და­ახ­ლო­ე­ბულ პირ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. ამ ეტაპ­ზე, მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ­მა მყიდ­ვე­ლებ­მა გა­და­ი­ხა­დეს გა­ზის ფასი რუ­სულ ვა­ლუ­ტა­ში. ანო­ნი­მუ­რი პი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, რუ­სუ­ლი გა­ზის 10-მა მყიდ­ველ­მა უკვე გახ­სნა ან­გა­რი­ში რუბ­ლში. “გა­ზპ­რომ­თან” და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი ამ­ბობს, რომ პო­ლო­ნე­თი­სა და ...

Read More »