იტალიურმა ენერგოკომპანია ENI -მ კონგოს რესპუბლიკასთან ბუნებრივი გაზის მოპოვებასა და მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა.
კონგოსთან ხელშეკრულება ახალ პროექტს გულისხმობს, რომლის განხორციელების შედეგადაც შესაძლებელია 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღება. ამ დროისთვის იტალიის მოხმარების 38%-ს რუსული გაზი შეადგენს. ქვეყანა ცდილობს ამ რესურსის ჩანაცვლებას და ახალი კონტრაქტებით ამ მოცულობას გაანახევრებს.