Tag Archives: #რუსეთი

შოლცი: გერმანია რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობისკენ მაღალი ტემპით მიიწევს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობისკენ “ძალიან მაღალი ტემპით და დიდი აქტიურობით” მიიწევს. ამის შესახებ კანცლერმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა. „გერმანიამ ამ სიტუაციისთვის მზადება ძალიან ადრე დაიწყო. უკვე დეკემბერში დავიწყე მოლაპარაკებები შესაბამის სამინისტროებსა და დეპარტამენტებთან იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა ესკალაციის შემთხვევაში და რა შედეგები მოჰყვებოდა ენერგომომარაგებას. ამიტომ, ჩვენ კარგად მოვემზადეთ და ყველა ზომა მივიღეთ. წინ უკიდურესად მაღალი ...

Read More »

ევროპის ბრძოლამ გაზზე შესაძლოა, ენერგოდეფიციტი გამოიწვიოს

ევროპის ბრძოლამ, იშოვოს რუსული გაზის ალტერნატივა, შესაძლოა მსოფლიო ზამთრის ენერგოდეფიციტის ზღვარზე მიიყვანოს. ამ ყველაფერს კი ყველაზე ცუდი ეფექტი, ისედაც გაღარიბებულ აზიის ეკონომიკაზე ექნება. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გაზზე სულ უფრო ნაკლებად იყოს დამოკიდებული. ევროკავშირის ქვეყნები მეტი თხევადი აირის შესაძენად იბრძვიან, რადგან მათი ტრანსპორტირება არა ტანკერებით, არამედ მილსადენებით არის შესაძლებელი. ამასთან, ის უფრო სუფთა საწვავია, ...

Read More »

ბულგარეთი რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგოსგან 2024 წლამდე თავისუფლდება

ბულგარეთი უარს იტყვის რუსულ ნავთობზე 2024 წლის ბოლომდე, განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. მისივე თქმით, ქვეყანას რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს დროებით შეწყვეტის უფლება მიეცემა. ეს განპირობებულია იმით, რომ „ლუკოილის“ ბულგარული გადამამუშავებელი ქარხანა ძირითადად რუსულ ნავთობზე მუშაობს და „ვერ ახერხებს მისი მუშაობის სწრაფად რესტრუქტურიზაციას“, – თქვა პეტკოვმა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი მოხარულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა შეძლეს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ...

Read More »

ჟოზეფ ბორელი – რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად

რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა არის გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა დაწერა. „მივესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ. გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად. ჩვენი ერთიანობა ჩვენი სიძლიერეა“, – წერს ჟოზეფ ბორელი. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, ...

Read More »

EU-ს მიერ ნავთობზე დაწესებული ემბარგოს გამო, რუსეთი წელიწადში $22 მილიარდით იზარალებს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებით, რუსეთი ყოველწლიურად $22 მილიარდით იზარალებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. საინტერესოა, რომ დანაკლისის უდიდესი ნაწილი – $12 მილიარდი, იმ ნავთობზე მოდის, რომელიც ჩრდილოეთ ევროპაში მილსადენის გავლით ხვდებოდა, ხოლო $10-მილიარდიან ზარალს ნავთობის საზღვაო წესით გადატანის აკრძალვა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი 2021 წელს, საკუთარი მაგისტრალური მილსადენის გავლით ევროპულ ნავთობგადამმუშავებელ საწარმოებს დღეში 720 ათასი ბარელი ...

Read More »

რუსეთმა ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. „ბიბისის“ ინფორმაციით, რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ სრულად შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება ჰოლანდიურ კომპანია „გასტერას“, მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს. „პირველი აპრილიდან მიწოდებულ გაზზე გადახდა უნდა განხორციელდეს რუბლებში ახალი რეკვიზიტების გამოყენებით, რის შესახებაც კონტრაგენტებს ეცნობათ დროულად“, – ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში. როგორც „ბიბიბსი“ წერს, 2020 წელს ჰოლანდიაში გაზის მოხმარებამ 36,6 მილიარდი კუბური ...

Read More »

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სამიტის პირველი დღის შემდეგ, გვიან ღამით გამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, შეთანხმების მიხედვით, თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. „ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსული ომის მანქანა და შევწყვიტოთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დაფინანსება ისეთი სანქციების განხორციელებით, რომლებიც ...

Read More »

ესპანეთი რუსული ნავთობის ემბარგოს მხარს უჭერს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ესპანეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც მოიცავს ემბარგოს რუსულ ნავთობზე. ამის შესახებ Eurointegration-ი წერს. ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სანქციების მიზანია პუტინს არ მიეცეს შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები გააგრძელოს. „როდესაც ვამტკიცებთ სანქციების პაკეტს, ჩვენ გვაქვს ორი მიზანი. პირველი – არ მივცეთ პუტინს საშუალება ომი ევროპული კაპიტალით დააფინანსოს და ...

Read More »

ევროკავშირში რუსული ნახშირის ექსპორტი, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკამ ჩაანაცვლოს

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ბაზარზე, შესაძლოა, რუსული ნახშირი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ექსპორტმა ჩაანაცვლოს. გამოცემა წერს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა სამხრეთ აფრიკაში მაღალი კორუფციის გამო ქვანახშირის ევროკავშირის ბაზარზე გადასაზიდად საკმარისი ვაგონები არ არის. რუსულ ნახშირზე ევროკავშირის ემბარგოსა და ბაზრის დივერსიფიცირებაზე განაცხადის შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში ნედლეულის ფასი გაორმაგდა. ამასთან EU შეეცდება რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ნახშირის მოხმარება გაზარდოს. სამხრეთ აფრიკის ნახშირი, ევროკავშირის ბაზარზე ...

Read More »

უკრაინულ ნაფტოგაზს 140-მდე რუსული ბენზინგასამართი სადგური გადაეცემა

დაახლოებით 140 რუსული ბენზინგასამართი სადგური უკრაინულ კომპანია Naftogaz-ს გადაეცემა ბენზინგასამართი სადგურების სახელმწიფო ქსელის ორგანიზებისთვის, განაცხადა საწარმოს ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი რიაბჩინმა. „ახლა არის დაახლოებით 130-140 ბენზინგასამართი სადგური, რომლებიც შეირჩა რუსული აქტივებიდან ნაფტოგაზისთვის გადაცემის პროცესში“, – ციტირებს „რია ნოვოსტი“ რიაბჩინის განცხადების ფრაგმენტს უკრაინა 24-ის ეთერიდან. იურიდიული საკითხების მოგვარებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ პროცესი საბოლოოდ დასრულდება ზაფხულში, განაცხადა რიაბჩინმა. მისი თქმით, ვლადიმერ ზელენსკიმ ...

Read More »