ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ესპანეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც მოიცავს ემბარგოს რუსულ ნავთობზე. ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.
ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სანქციების მიზანია პუტინს არ მიეცეს შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები გააგრძელოს.
„როდესაც ვამტკიცებთ სანქციების პაკეტს, ჩვენ გვაქვს ორი მიზანი. პირველი – არ მივცეთ პუტინს საშუალება ომი ევროპული კაპიტალით დააფინანსოს და მეორე – არ მივცეთ პუტინს შესაძლებლობა ევროკავშირის დესტაბილიზაცია შეძლოს“, – აცხადებს ალბარესი.