Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  5 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93,02  (+  0,66)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86,87  (+  0,26)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

უზბეკეთი იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაზე უარს ამბობს

უზბეკეთი იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაზე უარის თქმას გეგმავს და მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულზე კონცენტრირდება. ამის შესახებ უზბეკეთის ნავთობისა და გაზის კომპანია Sanoat Energetika Guruhi (SEG) პრესსამსახურშიგანაცხადეს. კომპანიის მონაცემებით, ფერგანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში უზბეკური ნავთობის წილი, ახლა თითქმის 90 პროცენტს აღწევს. თუ 2020 წლის 7 თვის განმავლობაში უცხოური ნავთობის იმპორტი 37 პროცენტი იყო, 2021 წლის ანალოგიური პერიოდისთვი უკვე 24 პროცენტია, ხოლო მიმდინარე წლის 7 ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედების გამო, 2023 წელს რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირე 40%-ით შემცირდება

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო აცხადებს, რომ ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედების გამო, 2023 წელს რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირე 40%-ით შემცირდება, – ამის შესახებ გალუშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „რუსეთი ყოველთვის იყო ნავთობდოლარებზე დამოკიდებული. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მისი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ ბიუჯეტის შემოსავლის დაახლოებით ნახევარი შეადგინა. წელს ნავთობის მაღალი ფასი კვებავდა რუსულ ხაზინას გაყიდვების მოცულობის შემცირების მიუხედავად, თუმცა უკვე ახლა ეს ტენდენცია იცვლება. ...

Read More »

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან, ნავთობპროდუქტებზე კი 5 თებერვლიდან ამოქმედება

„დიდი შვიდეულის“ (G7) სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ, რამაც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს საერთო პოლიტიკურ განზრახვას, დავასრულოთ და განვახორციელოთ ყოვლისმომცველი აკრძალვა იმ სერვისებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში რუსული ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $90-ს ქვემოთ რჩება

2022 წლის  2 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.69 (+2.40)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.89 (+2.24)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ნორვეგიული ნავთობკომპანია რუსეთს ტოვებს

ნორვეგიის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთიდან მთლიანად გავიდა. „Equinor-ს აღარ დარჩა აქტივები ან პროექტები რუსეთში”, – იტყობინება კომპანია. რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან გასვლის პროცესს იწყებდა. წყარო: europetime.eu

Read More »

იაფი საუდის არაბეთის ნავთობის გამო, ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი მცირდება

რუსული ნავთობის იმპორტი 7,3%-ით შემცირდა, ხოლო საუდის არაბეთის ნედლი ნავთობის იმპორტი 25%-ით გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზად სახელდება ის, რომ რუსული ნავთობის ფასები მყიდველების მხრიდან მაღალი მოთხოვნის ფონზე გაიზარდა, რაც საუდის არაბეთის ფასს უფრო მიმზიდველს ხდის. რუსეთიდან ინდოეთში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა, რადგან ქვეყანამ აქტიურად დაიწყო საუდის არაბეთიდან იმპორტის განხორციელება. ინდოეთმა ბოლო ორ თვეში რუსეთიდან დღეში დაახლოებით 877,400 ბარელი  ნედლი ნავთობი შეიძინა, ...

Read More »

ნავთობის ფასი $90-ს ჩამოსცდა

2022 წლის  1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.49  (-  2.82)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.55  ( –  2.09)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,3 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,3 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 418.3 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა   1.172  მილიონი ბარელით  და შეადგინა  215,6  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0,1  მილიონი ბარელით და შეადგინა  111,7 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 ...

Read More »

WSJ: დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსულ ნავთობზე საფასო ჭერს დააწესებენ

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსული წარმოების ნავთობზე საფასო ჭერის დაწესებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი შეზღუდვის შესახებ ოფიციალურად ხვალ, 2 სექტემბერს გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეთანხმება “რუსეთთან წინააღმდეგობის ფრონტის ახალ ხაზს ქმნის, რომლის მთავარი სამიზნეც რუსეთის სანავთობო შემოსავლების შემცირება იქნება”. ახალი შემზღუდავი მექანიზმი მიზნად ისახავს შეამციროს რუსეთის სანავთობო შემოსავლები ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ნავთობის საერთაშორისო ფასების ...

Read More »