Tag Archives: #ელექტრომობილები

2024 წლისთვის ელექტრომობილების გაყიდვებით შესაძლოა, Tesla-ს Volkswagen-მა გადაუსწროს

2024 წლისთვის, შესაძლოა, ელექტრომობილების ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალოს და გაყიდვებში გლობალური ლიდერის პოზიცია გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა დაიკავოს. ამისთვის მან ამჟამინდელ ლიდერს – ამერიკულ Tesla-ს უნდა გადაუსწროს. Bloomberg Intelligence-ის ანგარიშის თანახმად, VW-ის უპირატესობა მის მრავალფეროვან პორტფელშია – ავტოკონცერნი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ბრენდებს ფლობს, მათ შორისაა: Porsche, Lamborghini, Bugatti, Bentley და Audi. კომპანია VW მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, მაგალითად: ბიუჯეტურ კატეგორიაში – VW ...

Read More »
ნორვეგია ბენზინის ძრავიანი ავტომობილებით სარგებლობას აკრძალავს

ევროპარლამენტმა 2035 წლიდან შიდა წვის ძრავების მქონე მსუბუქი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა 2035 წლიდან შიდა წვის ძრავების მქონე მსუბუქი ავტომობილების (ბენზინის, დიზელის, გაზის) გაყიდვის აკრძალვას მხარი დაუჭირა. ამასთანავე, ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ე.წ. ელექტრო საწვავის E-Fuels-ის აკრძალვას, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. აკრძალვა 3,5 ტონაზე ნაკლებ მსუბუქ ავტომობილებზე და მსუბუქ კომერციულ ტრანსპორტზე გავრცელდება. გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის 339 წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 249 წინააღმდეგი იყო. ამასთანავე, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის ...

Read More »

მზის ენერგიაზე მომუშავე გემი, რომლის კაპიტანი ხელოვნური ინტელექტია

Mayflower Autonomous გემია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს და მზის ენერგიაზე მუშაობს. ახლახანს კი მან დაასრულა მოგზაურობა ატლანტის ოკეანეში, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დღეს ავტონომიური სანავიგაციო სისტემები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. სტარტაპები და გლობალური კონგლომერატები ხარჯავენ დროსა და ძალისხმევას ამ ინოვაციის ყოველდღიურობაში შემოსატანად. საზღვაო ინდუსტრიისთვის ავტომატიზაციას ბევრი ბენეფიტის მოტანა შეუძლია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხისაც. ავტომატიზირებული სისტემები მნიშვნელოვანია საწვავის დაზოგვისა და დაბინძურების ...

Read More »

სემეკი: ჰიბრიდული და ელექტრომობილები ბუნებრივ გაზზე მომუშავე ტრანსპორტს ანაცვლებს

2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მაჩვენებელი. როგორც სემეკის ანგარიშში წერია, საყოფაცხოვრებო სექტორში 9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მოთხოვნა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების, მომხმარებლების მიერ დანადგარების სიმძლავრის გაზრდით (ძირითადად, ცენტრალური გათბობის ქვაბებზე გადასვლა) და ზამთრის თვეებში 200 კუბურ მეტრამდე საყოფაცხოვრებო მოხმარების სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებით აიხსნება. შეეხება ავტოგაზგასამართი სადგურების მიერ გაზზე მოთხოვნის მაჩვენებელს, 2015 წლის შემდეგ, როდესაც ბუნებრივი გაზის ...

Read More »

2021 წელს ელექტრომობილების გაყიდვები გაორმაგდა და გლობალური ავტოპარკის 9% შეადგინა

TBC Capital-მა ელექტრომობილების და საავტომობილო ინდუსტრიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შიდა წვის ძრავიან (ICE) მანქანებზე მოთხოვნა თანდათანობით შემცირდა. ტრადიციულმა საავტომობილო ინდუსტრიამ შესამჩნევი ცვლილებები განიცადა, რაც უპირატესად გამოწვეულია მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილებებით, ახლად რატიფიცირებული კანონებით და ტექნო-ეკონომიკური ფაქტორების სიმრავლით. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყოველივე ზემოთქმულის სინერგიამ ელექტრომობილების გაყიდვების ზრდა გამოიწვია. კერძოდ, 2021 წელს გაყიდვები გაორმაგდა და გლობალური ავტოპარკის 9% ...

Read More »

თბილისში დამატებით 23 ელექტროდამტენი დამონტაჟდება

დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ 45 ელექტროდამტენს კიდევ 23 დამტენი დაემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ პროექტის განხორციელება ბიზნესთან თანამშრომლობის ისეთი მოდელით დაიწყო, რომ პროექტისთვის მუნიციპალიტეტის სახსრები არ დახარჯულა. მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თბილისში არსებული დამტენების გამართულობის პრობლემა დღეისთვის უკვე სრულად მოგვარებულია. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშტაბით, ელექტროდამტენები განთავსებულიყო. ეს ყველაფერი კეთდება ...

Read More »

2035 წლისთვის კანადაში შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

ნახშირორჟანგის გლობალური ემისიების შემცირების საერთო ხედვას კიდევ ერთი ქვეყანა, კანადა შეუერთდა – ქვეყანაში „ემისიების შემცირების გეგმა“ დაამტკიცეს, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2035 წლისთვის, ქვეყანაში გაყიდული ყველა სამომხმარებლო ავტომობილი ნულოვანი ემისიისა უნდა იყოს. თავისთავად ცხადია, რომ უგამონაბოლქვო მანქანებზე გადასვლა მდგრადად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება: ამგვარი მანქანების წილმა საერთო გაყიდვებში 2026 წლისთვის, სულ მცირე 20%, ხოლო 2030 წლისთვის – 60% უნდა შეადგინოს. აღსანიშნავია, რომ ამ ...

Read More »

VOLVO რუსეთს ავტომობილებს აღარ მიაწვდის

შვედური კომპანია VOLVO რუსეთისთვის ავტომობილების მიწოდებას წყვეტს, – კომპანიის განცხადებას Reuters ავრცელებს. საერთაშორისო გამოცემის ცნობით, VOLVO-ს გადაწყვეტილება ეფუძნება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს და რისკებს, რომელიც რუსეთში ექსპორტს ახლავს თან. Reuters-ის ცნობით, 2021 წელს VOLVO-მ რუსეთში დაახლოებით 9 000 ავტომობილი გაყიდა.

Read More »

აშშ-ში 2022 წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელეს

ამერიკული ჟურნალის, Сonsumer Reports-ის ექსპერტებმა 2022 წლის საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგი შედგა მომხმარებლებისა და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმს, მათ შორის უსაფრთხოებას, სანდოობას და ენერგოეფექტურობას მოიცავდა. რეიტინგი ავტომობილების ღირებულების მიხედვით კატეგორიებად დაიყო. $25000-მდე კატეგორიაში საუკეთესოებად სედანი Nissan Sentra და ქროსოვერი Nissan Rogue Sport-ი დასახელდნენ. $25000-35000-იან კატეგორიაში საუკეთესო შეფასებები Subaru Forester-მა, Honda Accord-მა და Toyota Prius-მა დაიმსახურეს. $25000-35000-იან კატეგორიაში ექსპერტებმა ...

Read More »

იაპონელებმა წყალბადზე მომუშავე მატარებელი წარადგინეს

იაპონიის უმსხვილესმა სარკინიგზო კომპანიამ JR East დღეს ოფიციალურად წარმოადგინა მატარებელი „ჰიბარი“, რომელიც წყალბადზე მუშაობს. ის ჟურნალისტებს კომპანიის ექსპერიმენტულ ბაზაზე ქალაქ კავასაკიში უჩვენეს. ამის შესახებ სააგენტო Kyodo წერს. მატარებლის ცდები მარტის მეორე ნახევრიდან იაპონიის დედაქალაქის ზონაში დაიწყება. მატარებლის ძრავი წყალბადისა და ჯანგბადის ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოქმნის ელექტროენერგიას, რომელიც გროვდება სპეციალურ დიდი ტევადობის ელემენტებში. შედეგად ეს მატარებელი ემისიების სახით მხოლოდ გარემოსთვის უვნებელ ...

Read More »