ნორვეგია ბენზინის ძრავიანი ავტომობილებით სარგებლობას აკრძალავს

ევროპარლამენტმა 2035 წლიდან შიდა წვის ძრავების მქონე მსუბუქი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა 2035 წლიდან შიდა წვის ძრავების მქონე მსუბუქი ავტომობილების (ბენზინის, დიზელის, გაზის) გაყიდვის აკრძალვას მხარი დაუჭირა. ამასთანავე, ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ე.წ. ელექტრო საწვავის E-Fuels-ის აკრძალვას, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

აკრძალვა 3,5 ტონაზე ნაკლებ მსუბუქ ავტომობილებზე და მსუბუქ კომერციულ ტრანსპორტზე გავრცელდება. გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის 339 წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 249 წინააღმდეგი იყო.

ამასთანავე, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მისი შეთანხმება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან უნდა მოხდეს. საბოლოოდ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარი პოზიცია მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე უნდა შეიმუშაონ.

დადებითი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა ძალზე მაღალია. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მხარს უჭერენ, რაც კლიმატის დაცვას უკავშირდება. საავტომობილო ტრანსპორტზე ევროპაში მავნე გამონაბოლქვის 20% მოდის და სათბურის აირების უდიდეს ნაწილს სწორედ მსუბუქი ავტოტრანსპორტი გამოყოფს.

ამ გადაწყვეტილებას უმსხვილესი ევროპული ავტომწარმოებლები მხარს უჭერენ. კონცერნ Volkswagen-ში ამ მიზანს „ამბიციურს, მაგრამ რეალურს“ უწოდებენ.  Mercedes-Benz-ში აცხადებენ, რომ უკვე დღეს 7 სხვადასხვა ელექტრომობილს აწარმოებენ, ხოლო 2030 წლისთვის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამის შესაძლებლობას ბაზარი მისცემს, Mercedes ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა.

დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც ევროკავშირში არ შედის, ასევე გეგმავს შიდა წვის ძრავებზე უარის თქმას. კომპანია Jaguar მხოლოდ ელექტრომობილებს 2025 წლიდან გამოუშვებს.

ტრანსნაციონალური კონცერნი  Stellantis, რომელიც იტალიური მარკის ავტომობილებს Lancia-ს აწარმოებს, 2024 წლიდან ელექტრომობილების წარმოებაზე გადაერთვება. Stellantis-ში შემავალი კიდევ ერთი კომპანია Fiat მხოლოდ ელექტრომობილებს 2027 წლიდან გამოუშვებს, ხოლო ამ კონცერნის კიდევ ერთი ბრენდი Opel ელექტრომობილების წარმოებაზე 2028 წლიდან გადაერთვება.

Rolls-Royce, რომელიც ამჟამად გერმანული BMW-ს კონცერნში შედის, მხოლოდ ელექტრომობილების  წარმოებას 2030 წლიდან დაიწყებს.  ამავე პერიოდში შიდა წვის ძრავებზე უარს იტყვის Volvo, ხოლო Audi ელქტრომობილების წარმოებაზე 2033 წელს გადაერთვება.

2025 წლიდან შიდა წვის ძრავიანი მსუბუქი ავტომობილების გაყიდვა ნორვეგიაში აიკრძალება. 2030 წლიდან მათზე უარს იტყვიან დანიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებში, სლოვენიაში, შვედეთსა და ისლანდიაში.

ამასთანავე გერმანიაში კამათი გამოიწვია ე.წ. E-Fuels-ზე უარის თქმამ. ე.წ. ელექტრო საწვავს ძირითადად წყალბადს უწოდებენ, როლის წარმოება წყლის ელექტროლიზის მეშვეობით ხდება და ასეთი საწვავი მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს. ეს ავტომწარმოებლებს მავნე ნივთიერების შემცველ ბენზინზე, დიზელზე და გაზზე უარის თქმის, მაგრამ ამავდროულად შიდა წვის ძრავის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

E-Fuels-ის ტექნოლოგიაზე ევროპაში ბოლო დრომდე აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა.  E-Fuels-ზე საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ცალკე იქნება მიღებული.

წყარო: pia.ge

Leave a Reply