დანიის მთავრობამ დაამტკიცა პროექტი, რომელიც მსოფლიოში პირველი „ენერგოკუნძულის“ აშენებას გულისხმობს, – ამის შესახებ BBC წერს. ენერგოკუნძული 18 საფეხბურთო მოედნის ფართობის (120 ათასი კვადრატული მეტრი) იქნება და მასზე გათავსდება ქარის 200 გიგანტური ტურბინა, რომელიც 3 მილიონამდე ოჯახისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს დანიის ისტორიაში ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტია, რომლის ღირებულება დაახლოებით 210 მილიარდი კრონია (34 მილიარდი დოლარი). ენერგოკუნძული ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთის ზღვაში გაშენდება. ...
Read More »