დანიაში მსოფლიოს პირველ „ენერგოკუნძულს“ გააშენებენ

დანიის მთავრობამ დაამტკიცა პროექტი, რომელიც მსოფლიოში პირველი „ენერგოკუნძულის“ აშენებას გულისხმობს, – ამის შესახებ BBC წერს.

ენერგოკუნძული 18 საფეხბურთო მოედნის ფართობის (120 ათასი კვადრატული მეტრი) იქნება და მასზე გათავსდება ქარის 200 გიგანტური ტურბინა, რომელიც 3 მილიონამდე ოჯახისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ეს დანიის ისტორიაში ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტია, რომლის ღირებულება დაახლოებით 210 მილიარდი კრონია (34 მილიარდი დოლარი).

ენერგოკუნძული ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთის ზღვაში გაშენდება. მისი ამოქმედება 2033 წლისთვის იგეგმება.

Leave a Reply