Shell, Mitsubishi Heavy Industries (MHI) და Vattenfall Wärme Hamburg გეგმავენ ქარისა და მზის ენერგიზე აწარმოონ წყალბადი ჰამბურგის გარეუბანში, მურბურგის ელექტროსადგურში – იტყობინება Reuters.
გარდა ამისა, აშენდება ელექტროლიზატორი, რომლის საწყისი სიმძლავრეც იქნება 100 მეგავატი. დაგეგმილია ობიექტის შემდგომი განვითარებაც ე.წ. მწვანე ენერგიის ჰაბის დანიშნულებითც. პარტნიორები აცხადებენ, რომ არსებობენ მწვანე წყალბადის პოტენციური მომხმარებლები, რომელთა საწარმოებიც განლაგებულია ხსენებულ ობიექტთან ახლოს, რაც საშუალებას აძლევს პროექტს, დაფაროს წყალბადის წარმოების ჯაჭვის სრული ღირებულება – წარმოებით დაწყებული, შენახვით, ტრანსპორტირებითა და სხვადასხვა სექტორში გამოყენებით დამთავრებული.
2019 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ “ევროპული მწვანე გარიგების” პროექტზე – ეკონომიკური რეფორმების პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და გარემოსდაცვითი ვითარების გაუმჯობესებას. მისი მიზანია 2030 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიის განახევრება და 2050 წლისთვის დეკარბონიზაციის დასრულება.
ნინო სამადაშვილი