საუდის არაბეთს სურს წყალბადის წარმოებაში ლიდერის პოზიცია დაიკავოს

საუდის არაბეთს სურს განახლებადი ენერგიის მიმართულებით გერმანიის წარმატება გაიმეოროს და წყალბადის წარმოებაში ლიდერის პოზიცია დაიკავოს. ამით მსოფლიოში ნავთობის უდიდესი ექსპორტიორი ცდილობს ეკონომიკის დივერსიფიკაცია მოახდინოს.

”ჩვენ ვიქნებით მეორე გერმანია, როდესაც საქმე განახლებადი ენერგიის წყაროებს შეეხება” – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა.

გერმანია, ქვეყანა, რომელიც არ არის ცნობილი მზიანი ამინდით,  მზის ენერგიის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა, ძირითადად მსხვილი სამთავრობო სუბსიდირების წყალობით, რამაც ხელი შეუწყო ინდუსტრიას.

პრინცის თქმით, სამეფო ბევრ სხვა ქვეყანასთან მუშაობს მწვანე და ლურჯი წყალბადის  და ასევე ნახშირბადის ემისიების შესაკავებელ პროექტებზე.

საწვავის მწვანე ვერსია, რომელიც მხოლოდ წყლის ორთქლს აწარმოებს დაწვის დროს,  განახლებადი მზისა და ქარის ენერგიით მზადდება. ლურჯი ტიპი წარმოებულია ბუნებრივი აირისგან, ისე, რომ გამონაბოლქვმა ატმოსფეროში გაჟონვა ვერ შეეძლოს.

მიუხედავად იმისა, რომ წყალბადს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნავთობიდან და გაზიდან უფრო სუფთა საწვავზე გადასასვლელად, მისი დამზადების ტექნოლოგია მაინც შედარებით ძვირია.

პრინც აბდულაზიზის თქმით, საუდის არაბეთი აპირებს ენერგორესურსების ნახევრის აირზე გადაყვანას, ხოლო დანარჩენი ნაწილი განახლებადი ენერგიით შეივსება. ამჟამად სამეფო თავის ელექტროსადგურებში უამრავ ზეთს წვავს.

პარიზის კლიმატის ხელშეკრულებით დასახული მიზნების მიღწევა დაეხმარება საუდის არაბეთის ეკონომიკას ნაკლებად დაეყრდნოს ნავთობს, განაცხადა პრინცმა.

Leave a Reply