Tag Archives: #ნავთობრესურსები

ნავთობის ბაზარზე მოლოდინები გაუარესდა

წინა თვის მსგავსად, თებერვალშიც ნავთობის ბაზრის მოლოდინები ოდნავ გაუარესდა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, იანვარში, წინა თვის პროგნოზთან შედარებით, ნავთობზე მოთხოვნა 2021 წელს დღეში საშუალოდ 0.6 მლნ ბარელით ნაკლები იყო. თებერვალში მოლოდინები კვლავ გაუარესდა და მიმდინარე წელს საშუალო დღიური მოხმარება 97.7 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული, რაც იანვრის პროგნოზზე 0.1 მლნ ბარელით ნაკლებია. საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო შეზღუდვების გამკაცრებას უკავშირდება. მიუხედავად იმუნიზაციის პროცესის ...

Read More »

Fitch: აზერბაიჯანის ნავთობი 25 წელში ამოიწურება

2020 წლის დასაწყისში ნავთობმოპოვების მოცულობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანს ნავთობმარაგები კიდევ 25 წელიწადს ეყოფა. ამის შესახებ Fitch Ratings–ისა და BP–ს ერთობლივი დაანგარიშების შედეგად გახდა ცნობილი. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი მეთერთმეტე ადგილზეა. მაჩვენებლის მოწინავე სამეულში ქუვეითი, ერაყი და კანადა შედიან. Fitch–ის მონაცემებით, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის მარაგები 2019 წელს მსოფლიო მარაგების 0,8%–ს შეადგენდა. აზერბაიჯანმა 2019 წელს 37,5 მლნ ტონა ...

Read More »
საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების გაზრდას აპირებს

საუდის არაბეთი აპირებს უახლოეს თვეებში ნავთობის მოპოვების გაზრდას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Dow Jones ქვეყნის ხელისფლების მრჩეველთა ინფორმაციაზე დაყრდნობით. იანვრის თვის დასაწყისში საუდის არაბეთმა ნებაყოფლობით ვალდებულობა აიღო, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტის თვეებში შეემცირებინა ნავთობის წარმოება 1 მლნ ბარელით დღე-ღამეში, რათა მხარი დაეჭირა ფასებისთვის. თუმცა ახლა, როდესაც ნავთობის ვაჭრობა მაქსიმუმზე მიმდინარეობს უკვე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ერ-რიადი აპირებს შეამციროს მოპოვება და ამის ...

Read More »

აშშ-ში უამინდობის გამო ნავთობის მოპოვება 2 მილიონი ბარელით შემცირდა

აშშ-ში ნავთობის მოპოვება დაახლოებით 2 მილიონი ბარელით შემცირდა დღეში ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო. ასეთი შეფასება გააკეთა სააგენტო Bloomberg-მა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ტეხასის შტატში ტემპერატურის შემცირება და დიდთოვლობა. ამან გამოიწვია ელექტროენერგიის შეწყვეტა და ენერგომატარებლების მიწოდებაში შეფერხება. აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრის თვეში ქვეყანაში ნავთობის ყოველდღიურმა მოპოვებამ შეადგინა საშუალოდ 11 მილიონი ბარელი. შეერთებულ შტატებში ...

Read More »

აზერბაიჯანიდან ნავთობის მიწოდება ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით თებერვალში განახლდება

აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის მეშვეობით დღეს, 15 თებერვალს დაიწყება SOCAR- სა და Transneft- ს შორის ადრე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, იუწყება ინტერფაქს-აზერბაიჯანი SOCAR- ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ექსპორტის დაგეგმილი მოცულობა თებერვალში იქნება დაახლოებით 85 ათასი ტონა, 2021 წლის პირველ კვარტალში – 340 ათასი ტონა, საერთო ჯამში წლის განმავლობაში  ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით გატარებულ იქნება ერთი  მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობი . კომპანიებს ...

Read More »

საქართველოში ნავთობის მოპოვება 3-წლიან მინიმუმზეა

საქართველოში ნავთობის მოპოვება 2017 წლის შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელზეა. 2020 წელს საქართველოში ქვეყანაში 29.7 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, 2019 წელთან შედარებით კლება 2.3 მლნ ტონაა. მოპოვებული ნავთობიდან ინვესტორების წილი 17.3 ათასი ტონაა, სახელმწიფოს წილმა კი, 12.4 ათასი ტონა შეადგინა. 2009-2020 წლებში საქართველოში ყველაზე მეტი ნავთობი 2009 წელს მოიპოვეს – 57.6 ათასი ტონა. მაშინ ინვესტორების წილი 33.4 ათასს შეადგენდა. ნავთობის მოპოვების მეორე ...

Read More »

აშშ-ს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინმა ნავთობის ფასი პანდემიამდელ ნიშნულს მიუახლოვა

პირველად 2020 წლის იანვრის შემდეგ, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 60 დოლარიან ნიშნულს გადააბიჯა. ორშაბათის ვაჭრობაზე ლონდონის ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 60.10 დოლარს მიაღწია. ბოლოს 60 დოლარზე მეტი ნავთობი 2020 წლის 29 იანვარს, პანდემიის დაწყებამდე ღირდა. დასავლეთ ტეხასური ნავთობის WTI-ის ფიუჩერსების ფასი კი, 1.19%-ით გაიზარდა და $57,53 დოლარს მიაღწია. ნავთობის ფასის ზრდა OPEC +-ის განცხადებამ და ბაიდენის მიერ დაანონსებულმა ამერიკის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 994 ათასი ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 994 ათასი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 475,659 მლნ ბარელი.ბენზინის მარაგები გაიზარდა 4467 ათასი  ბარელით  და შეადგინა  252,153  მლნ ბარელი.დისტილატების მარაგები შემცირდა 9 ათასი  ბარელით  და შეადგინა 162,838 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Read More »

“Chevron”-მა 2020 წელს 5,54 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო

მე–4 კვარტლის შედეგებით აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანიის – Chevron Corp.–ის სუფთა ზარალმა შეადგინა 665 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 0,33 დოლარი თითო აქციაზე, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 6,61 მილიარდი დოლარის, ანუ 3,51 დოლარი თითო აქციაზე მაჩვენებელტან შედარებით.  შემოსავალი ოქტომბერ-დეკემბრის თვეებში შემცირდა 30%-ით – 25,246 მილიარდ დოლარამდე, წინა წლის 36.35 მილიარდი დოლარის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წლის შედეგებით კომპანიამ დააფიქსირა  ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა ზარალი ბოლო 4 წლის ...

Read More »

ბაიდენი აპირებს აშშ-ს ფედერალურ მიწებზე ნავთობჭაბურღილების ბურღვის შეზღუდვას

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს აპირებს გამოაცხადოს მოსამზადებელი ნაბიჯების შესახებ აშშ-ს ფედერალურ მიწებზე ახალი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებზე ბურღვის აკრძალვისთვის, იუწყება გაზეთი New York Times. გამოცემის ორი წყაროს ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს ბაიდენი გამოსცემს განკარგულებას, რომელიც დაავალებს  ფედერალურ უწყებას შემოსაღები აკრძალვის მასშტაბების განსაზღვრას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას. ბურღვის აკრძალვა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯია. ...

Read More »