აშშ-ში უამინდობის გამო ნავთობის მოპოვება 2 მილიონი ბარელით შემცირდა

აშშ-ში ნავთობის მოპოვება დაახლოებით 2 მილიონი ბარელით შემცირდა დღეში ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო. ასეთი შეფასება გააკეთა სააგენტო Bloomberg-მა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ტეხასის შტატში ტემპერატურის შემცირება და დიდთოვლობა. ამან გამოიწვია ელექტროენერგიის შეწყვეტა და ენერგომატარებლების მიწოდებაში შეფერხება. აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრის თვეში ქვეყანაში ნავთობის ყოველდღიურმა მოპოვებამ შეადგინა საშუალოდ 11 მილიონი ბარელი.

შეერთებულ შტატებში უამინდობის გამო ზოგიერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. მათი ერთობლივი გადამამუშავებელი სიმძლავრე შეფასებულია 3 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში.

მოპოვების შემცირებამ გამოიწვია ენერგომატარებლების ღირებულების გაზრდა.

Leave a Reply