საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების გაზრდას აპირებს

საუდის არაბეთი აპირებს უახლოეს თვეებში ნავთობის მოპოვების გაზრდას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Dow Jones ქვეყნის ხელისფლების მრჩეველთა ინფორმაციაზე დაყრდნობით.

იანვრის თვის დასაწყისში საუდის არაბეთმა ნებაყოფლობით ვალდებულობა აიღო, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტის თვეებში შეემცირებინა ნავთობის წარმოება 1 მლნ ბარელით დღე-ღამეში, რათა მხარი დაეჭირა ფასებისთვის. თუმცა ახლა, როდესაც ნავთობის ვაჭრობა მაქსიმუმზე მიმდინარეობს უკვე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ერ-რიადი აპირებს შეამციროს მოპოვება და ამის შესახებ განაცხადოს ოპეკის ქვეყნების შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება მომდევნო თვეში.

მათივე თქმით, მოპოვების ზრდა აპრილამდე არ მოხდება იმის გათვალისწინებით, რომ საუდის არაბეთმა უკვე აიღო მისი შემცირების ვალდებულება მარტის თვის ბოლომდე.

Dow Jones-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის გეგმები შეიძლება შეიცვალოს, თუ შეიცვლება პირობები ბაზარზე.

Leave a Reply