Tag Archives: #კლიმატი

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს დარჩენილი კერების დამუშავება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაციაც.

Read More »

ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა – უახლესი ცნობები ბორჯომის ხეობიდან

ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცე­სი დას­კვნით ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ცე­ცხლის დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე მცი­რე მას­შტა­ბის აქ­ტი­უ­რი და მხრჩო­ლა­ვი კერა მუ­შავ­დე­ბა. გაყ­ვა­ნი­ლია გზე­ბი მძი­მე ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით და გრძელ­დე­ბა დარ­ჩე­ნილ კე­რებ­თან გზე­ბის მიყ­ვა­ნის პრო­ცე­სი. მა­თი­ვე ცნო­ბით, დი­ლი­დან სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო-სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ავი­ა­ცია. “ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ხან­ძრის სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო-სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ...

Read More »

პლანეტაზე ექსტრემალური სიცხე კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული – მეცნიერების პროგნოზები

2022 წლის ზაფხულში თითქმის მთელ პლანეტაზე ექსტრემალური ამინდი იყო. დედამიწის ბევრ რეგიონს წყალდიდობებმა გადაუარა, ძირითადად ევროპის კონტინენტის მასშტაბით კი მრავალკვირიანი ტყის ხანძრები და გვალვა აღინიშნებოდა. კლიმატის ცვლილებების საკითხზე მომუშავე მეცნიერები და გარემოს დამცველები დადასტურებით ამბობენ, რომ ასეთი დრამატული მოვლენები გლობალური კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, რაც ადამიანის ბუნებაში უხეში ჩარევის ლოგიკური შედეგია. კალიფორნიის უნივერსიტეტის კლიმატის საკითხებზე მომუშავე მეცნიერი დენიელ სვენი აცხადებს, რომ ...

Read More »
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო

სათბურის აირების ემისია მცირდება

კლიმატის ცვლილება აქტუალობას არ კარგავს. ევროსტატმა, სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხიულულია კლიმატის ცვლილებები და მისი გამომწვევი მიზეზები. სათბურის გაზების (GHG) ემისია ადამიანების საქმიანობის შედეგია, რომელიც კლიმატის ანთროპოგენური ცვლილების მიზეზია. როგორც ცნობილია, ევროკავშირს ამბიციური გეგმა მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის სათბურებით გამოწვეული აირების ემისია ნულოვან მაჩვენებელს უტოლდებოდეს. ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) მომზადებული და ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ სათბურის აირების ემისია ...

Read More »

“სტრატეგიულ მილსადენებზეც ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს”

ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილია – აღნიშნულის შესახებ ბორჯომის ხეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ხანძრის ქრობის სამუშაოების შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. “ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა. მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. ...

Read More »

ევროპა, შესაძლოა, ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში, ყველაზე მძიმე გვალვის წინაშეა

ევროპა, შესაძლოა, ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში, ყველაზე მძიმე გვალვის წინაშეა. ასეთია ევროპის კომისიის დასკვნა. უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების მიხედვით, კონტინენტის თითქმის ორ მესამედზე საგანგაშო მდგომარეობა ან გაფრთხილებაა გამოცხადებული. ევროპის ტერიტორიის 47%-ზე გაფრთხილებაა გამოცხადებული ნიადაგში ნესტის დეფიციტის გამო, 17%-ზე კი საგანგაშო მდგომარეობაა. გვალვა, „როგორც ჩანს, ყველაზე მძიმეა, მინიმუმ, 500 წლის განმავლობაში,“- განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა იოჰანეს ბარკემ. ანგარიშის თანახმად, გვალვამ დააზიანა საზაფხულო კულტურები, შესაბამისად, მოსავლიანობა ...

Read More »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ...

Read More »

ცეცხლი ახალციხის მიმართულებით ვრცელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძარი უკვე აწყურის ციხეს ჩამოსცდა და დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა. მიუხედავად ძლიერი დაკვამლიანებისა, ვერტმფრენები მუშაობას განაგრძობენ. ამ ეტაპზე ადგილზე საშუალო სიმძლავრის ქარია.  

Read More »

ბორჯომის ტყეში სხვადასხვა სირთულის ხანძრის კერები კვლავ ფიქსირდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ...

Read More »

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი და სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო, სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. „ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს. პრემიერ-მინისტრ ...

Read More »