ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძარი უკვე აწყურის ციხეს ჩამოსცდა და დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა.
მიუხედავად ძლიერი დაკვამლიანებისა, ვერტმფრენები მუშაობას განაგრძობენ. ამ ეტაპზე ადგილზე საშუალო სიმძლავრის ქარია.