ევროპა, შესაძლოა, ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში, ყველაზე მძიმე გვალვის წინაშეა. ასეთია ევროპის კომისიის დასკვნა.
უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების მიხედვით, კონტინენტის თითქმის ორ მესამედზე საგანგაშო მდგომარეობა ან გაფრთხილებაა გამოცხადებული.
ევროპის ტერიტორიის 47%-ზე გაფრთხილებაა გამოცხადებული ნიადაგში ნესტის დეფიციტის გამო, 17%-ზე კი საგანგაშო მდგომარეობაა.
გვალვა, „როგორც ჩანს, ყველაზე მძიმეა, მინიმუმ, 500 წლის განმავლობაში,“- განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა იოჰანეს ბარკემ.
ანგარიშის თანახმად, გვალვამ დააზიანა საზაფხულო კულტურები, შესაბამისად, მოსავლიანობა წელს 15%-ით დაეცემა.