ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა – უახლესი ცნობები ბორჯომის ხეობიდან

ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცე­სი დას­კვნით ეტაპ­ზე გა­და­ვი­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ცე­ცხლის დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე მცი­რე მას­შტა­ბის აქ­ტი­უ­რი და მხრჩო­ლა­ვი კერა მუ­შავ­დე­ბა. გაყ­ვა­ნი­ლია გზე­ბი მძი­მე ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით და გრძელ­დე­ბა დარ­ჩე­ნილ კე­რებ­თან გზე­ბის მიყ­ვა­ნის პრო­ცე­სი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დი­ლი­დან სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო-სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ავი­ა­ცია.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ხან­ძრის სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო-სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცეს­ში, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად, უწყვეტ რე­ჟიმ­ში, კვლავ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტის, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, ასე­ვე, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი“,- ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Leave a Reply