Tag Archives: #ევროპა

რუსული გაზი შესაძლოა დასავლური სანქციების მომდევნო პაკეტში მოხვდეს

ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა შესაძლოა სანქციების მერვე ან მეცხრე პაკეტით დაწესდეს. ამის შესახებ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა, რიინა სიკუტმა განაცხადა. “მიუხედავად იმისა, რომ რუსულ გაზზე ემბარგო არ არსებობს, ჩვენ მაინც მხარს ვუჭერთ მას. შესაძლოა, ეს იყოს სანქციების მერვე პაკეტში, ან მეცხრე პაკეტში. ომი ჯერ კიდევ გრძელდება და დაწესებული სანქციები საკმარისი არ აღმოჩნდა”, – განაცხადა მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს ...

Read More »

ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა

1-ელი აგვისტოდან ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა. აღნიშნული შეზღუდვები უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესდა. ამ სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2022 წლის აპრილში მიიღო. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს ქვეყანამ ევროპაში 48,7 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირი გაიტანა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, რომ არსებული ვითარების პირობებში რუსულ კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძებნა მოუწევთ.

Read More »

აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტი რეკორდულ დონეს აღწევს

აზერბაიჯანის მიერ სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გადატანილი გაზის დღიური მოცულობა 37 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. აღნიშNულის შესახებ EADaily იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ძველი რეკორდი – 36 მილიონი კუბური მეტრი დღეში, მიმდინარე წლის ივლისში მოხსნა. აღსანიშნავია, რომ არსებული ტემპის შენარჩუნებით, წლიური ექსპორტი 13,5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხსენებული მოცულობა საკმარისად დიდია, მაგრამ არა საკმარისი იმისათვის, რომ შეავსოს “გაზპრომის” ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1,4%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 2 057 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 27 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

რუსეთიდან გაზის მიწოდების პრობლემა ევროკავშირის 12 ქვეყანას შეეხო

ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა ევროკავშირის 12 სახელმწიფოს სრულად ან ნაწილობრივ შეუწყვიტა გაზის მიწოდება. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის სრული ან ნაწილობრივი შეზღდვისთვის“, – დაამატა მან. მისი თქმით, ევროკავშირი რეკორდულად მაღალი ოდენობის გაზს ამჟამად ამერიკისგან, ნორვეგიისგან, ალჟირისგან და კასპიის ზღვის რეგიონიდან იღებს. მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა რუსული გაზის შესყიდვის წილი ორჯერ შეამცირა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში ევროკავშირის შესყიდვებში, რუსული გაზის წილი განახევრდა. ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ომის დაწყებამდე ეს წილი 40% შეადგენდა, ახლა კი 20%-ია“, – თქვა ბორელმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია „მოითხოვო გაზის შესყიდვების სრული შეწყვეტა ღამით“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს „ასწაულების მოხდენა არ შეუძლია“. რუსეთიდან მიწოდებაზე უარის ...

Read More »

საფრანგეთის პრეზიდენტმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან ევროპის ენერგეტიკულ კრიზისი განიხილა

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთთან მუშაობის მნიშვნელობას ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოსაგვარებლად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთთან კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობას პერსპექტივაში ევროპული სახელმწიფოების ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით. 25 ივლისს, კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვა გამოაცხადა. 27 ივლისიდან გაზის ნაკადის დღიური მოცულობა 33 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »

პესკოვი: „გაზპრომი“ ევროპას მაქსიმალური რაოდენობის გაზს აწვდის“

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, სანქციების გამო, „გაზპრომი“ გარკვეული ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას ვერ ახერხებს. „გაზპრომი, რომელიც არის მიმწოდებელი, აწვდის იმდენს, რაც საჭიროა და რაც შეიძლება მეტს. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ამოტუმბვის ტექნიკური შესაძლებლობები შემცირდა, ისინი შემცირდა უკიდურესად იმ შეზღუდვებისა და სანქციების გამო, რომლებიც ევროკავშირმა შემოიღო. ეს სანქციები არ ...

Read More »

ესპანეთის პრემიერი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპა „ვლადიმერ პუტინის ენერგეტიკული მძევალი არ გახდეს“

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეიძლება გახდეს ბუნებრივი აირის ექსპორტის კერა ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე შეამცირონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ესპანეთი სოლიდარული ქვეყანაა, ის პასუხისმგებელი ქვეყანაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია. ეს არის ის, რაც მე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის, ასევე ევროკომისიასა და წევრ ქვეყნებს განვუცხადე, რათა ევროპა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ ...

Read More »

ევროპაში ენერგოკრიზისი ღრმავდება

გერმანია მოსკოვს  ენერგეტიკის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. კომპანია „გაზპრომმა“ტექნიკური მიზეზებითა და ტურბინის რემონტის საბაბით გაანახევრა ბუნებრივი აირის მოცულობა. თუმცა გერმანიას მიაჩნია, რომ ეს  პოლიტიკური  სვლაა  გაუგებრობის შესაქმნელად და ფასების  მოსამატებლად. გერმანიის მთავრობის სპიკერი კრისტიანა ჰოფმანი ამბობს, რომ  ტურბინა კანადაშია,  მას უკვე ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. კანადელმა პარტნიორებმა თანხმობა განაცხადეს მის გამოგზავნაზე. გერმანული მხარე მადლობას უხდის მათ ამისთვის. ჰოფმანის აზრით, ახლა ტურბინის რუსეთში ...

Read More »