რუსეთიდან გაზის მიწოდების პრობლემა ევროკავშირის 12 ქვეყანას შეეხო

ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა ევროკავშირის 12 სახელმწიფოს სრულად ან ნაწილობრივ შეუწყვიტა გაზის მიწოდება.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის სრული ან ნაწილობრივი შეზღდვისთვის“, – დაამატა მან. მისი თქმით, ევროკავშირი რეკორდულად მაღალი ოდენობის გაზს ამჟამად ამერიკისგან, ნორვეგიისგან, ალჟირისგან და კასპიის ზღვის რეგიონიდან იღებს.

მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვები გაანახევრეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ეკონომიკას არ შეიძლება მოეთხოვოს გაზის შესყიდვების შეწყვეტა ერთ ღამეში.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის თქმით, ბრიუსელი სერიოზულად განიხილავდა რუსულ გაზზე სადამსჯელო გადასახადების დაწესებას, მაგრამ ეს წინადადება უარყოფილ იქნა. ამასთან, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირმა 2022 წლის ბოლოდან რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ამ წუთებში გაერთიანების ქვეყნები რუსეთიდან გაზის შესყიდვის შეწყვეტის პროცესში არიან.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply