ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა.

დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1,4%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 2 057 დოლარი შეადგინა.

2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 27 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა დღეში 33 მილიონ კუბ/მ-ს არ აღემატებოდა.

ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად არსებული რთული პოლიტიკური ვითარებისა ბოლო თვეებში და პერიოდული ზრდის გამოკლებით, რომელიც ძირითადად პოლონეთისა და უკრაინის სატრანზიტო ხაზების შეფერხებით, რუსეთის მხრიდან მომარაგების შეწყვეტით, ან აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი თხევადი აირის გადამამუშავებელ Freeport LNG-ის ქარხანაში აფეთქებით იყო გამოწვეული, ბუნებრივი აირის ფასი სტაბილურად კლებისკენ მიდიოდა ზემოთხსენებულ მოვლელებამდე.

Leave a Reply