Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი კლების შემდეგ, მცირედით გაიზარდა და $100 ისევ გადააჭარბა

2022 წლის 17 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.85 (+4.83)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 99.48  (+4.46)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

IEA – რუსეთი ბაზარზე დღეში 3 მილიონ ბარელ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ვეღარ გაიტანს

აპრილისთვის გლობალურ ბაზარზე დღეში 3 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები ვეღარ გავა. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (International Energy Agency-IEA) ყოველთვიურ მოხსენებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს. IEA მთლიანი რუსული ექსპორტის დღეში 2,5 მილიონი ბარელით შემცირებას პროგნოზირებს, რაშიც ნედლი ნავთობის წილი დღეში 1,5 მილიონ ბარელს, ხოლო ნავთობპროდუქტების წილი 1 მილიონ ბარელს შეადგენს. ამასთან, IEA მოელის, რომ ნავთობპროდუქტებზე რუსეთის შიდა ...

Read More »

OPEC- ის პროგნოზით 2022 წელს ნავთობზე მოთხოვნილება 4,15 მლნ ბარელით გაიზრდება დღე/ღამეში

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით  2022 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა გაიზრდება 4,15 მილიონი ბარელით დღე/ღამეში. აღნიშNულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება” 2022 წლის მესამე კვარტალში ნავთობის გლობალური მოხმარება კვლავ 100 მილიონ ბარელს გადააჭარბებს დღე/ღამეში, რაც შეესაბამება OPEC-ის გასულ თვეში გამოქვეყნებულ პროგნოზს.  ცნობისათვის, OPEC-ის მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიომ 100 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს მოიხმარდა დღე/ღამეში.

Read More »

ნორვეგიული Equinor-ი რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას წყვეტს

რუსეთში პროექტებიდან გასვლის პარალელურად, უმსხვილესი ნორვეგიული ნავთობკომპანია Equinor-ი რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას აჩერებს. „ჩვენ ვაჩერებთ რუსული ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას. ეს ნიშნავს, რომ Equinor არ დადებს ახალ გარიგებებს და არ გადაიტანს ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს რუსეთიდან“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. როგორც Equinor-ში განმარტავენ, იანვარში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე გაფორმებულ კონტრაქტებთან და ტვირთებთან დაკავშირებით კომპანია იმოქმედებს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარები უკრაინაში 24 ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

ლიეტუვას რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეწყვეტა სურს

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეწყვეტა სურს. “ეს შექმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ეს პრობლემები არ იქნება კრიტიკული”,- ციტირებს გიტანას ნაუსედას სიტყვებს BBC. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, 2019 წელს ლიეტუვაში ნავთობის იმპორტის 63% რუსეთიდან განხორციელდა. ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც მან BBC-თან გააკეთა, ეს მაჩვენებელი მას შემდეგ შემცირდა, რაც ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნედლი ნავთობის ყიდვა შეწყვიტა.

Read More »

აშშ ირანიდან ნავთობის იმპორტს გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ირანიდან ნავთობის იმპორტის განახლების შესაძლებლობას რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე უარის თქმის შემდეგ. 15 მარტს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ნედ პრაისის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენ არ ვაპირებთ რუსული ნავთობის ირანული ნავთობით ჩანაცვლებას. ეს ვარიანტი არ განიხილება“, – განაცხადა მან. პრაისმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ირანიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უცვლელი დარჩება, მიუხედავად იმისა, ...

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

2022 წლის 15 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.87 (+2.96)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98.53 (-  6,57)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„კომპანიებს ბოლო დღეების განმავლობაში საწვავზე ფასების მატება უწევთ“ – გაიაფდება თუ არა ნავთობპროდუქტები

„ეს მოცემულობა სამწუხაროდ, დღეს ქმნის იმ რეალობას, რომ კომპანიებს ჩვენ ვხედავთ, ბოლო დღეების განმავლობაში, საწვავზე ფასების მატება უწევთ, მათ შორის, როგორც ბრენდირებულს, ისე არაბრენდირებულს“, – ამის შესახებ ნავთობ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა, რადიო ,,პალიტრისა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი იკლებს, 1 ტონა ბენზინის და დიზელის ღირებულება (რა სახითაც იმპორტი ხორციელდება) ...

Read More »

შემცირებას განაგრძობს აზერბაიჯანული ნავთობის ფასიც

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 7,28  აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 109,36 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო: ნავთობზე საექსპორტო გადასახადი თითქმის 3 დოლარით გაიზრდება

რუსეთში ნავთობზე საექსპორტო გადასახადი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 2,9 დოლარით გაიზრდება და ტონაზე 61,2 დოლარი იქნება. აღნიშნულის შესახებ განცხადება ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა. სამინისტროს ცნობით, რუსული საექსპორტო ნავთობის Urals-ის საშუალო ფასი მონიტორინგის პერიოდში 2022 წლის 15 თებერვლიდან 2022 წლის 14 მარტამდე 95,59 აშშ დოლარი იყო ბარელზე, ანუ 697,8 აშშ დოლარი ტონაზე.

Read More »