ნორვეგიული Equinor-ი რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას წყვეტს

რუსეთში პროექტებიდან გასვლის პარალელურად, უმსხვილესი ნორვეგიული ნავთობკომპანია Equinor-ი რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას აჩერებს.

„ჩვენ ვაჩერებთ რუსული ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას. ეს ნიშნავს, რომ Equinor არ დადებს ახალ გარიგებებს და არ გადაიტანს ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს რუსეთიდან“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

როგორც Equinor-ში განმარტავენ, იანვარში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე გაფორმებულ კონტრაქტებთან და ტვირთებთან დაკავშირებით კომპანია იმოქმედებს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply