Tag Archives: #ნავთობი

OilPrice: ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად არ გაიზრდება

დაახლოებით შვიდი წელია “შავი ოქროზე” ფასები ბარელზე 100 დოლარს არ აღემატება. ამ დროისთვის, ნავთობის ფასებმა 70 დოლარს გადააჭარბა, თუმცა, OilPrice–ის ანალიტიკოსები მაინც მიიჩნევენ, რომ ის სავარაუდოდ არ გადააჭარბებს 100 დოლარიან ნიშნულს და ასახელებენ ორ მიზეზს, რის გამოც “ძველი დღეები” აღარ დაბრუნდება. ორივე მიზეზი, მეტ-ნაკლებად, შეერთებულ შტატებს უკავშირდება. პირველი მათგანი არის შეერთებულ შტატებში საწვავის ფასების ზრდა. აშშ-ს ბენზინის ფასების ზრდის თითოეული ...

Read More »

მიმდინარე წელს აზერბაიჯანმა 20,1 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა  დაახლოებით 20.1 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა (კონდენსატთან ერთად). აზებაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადების საფუძველზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ინფორმაციის თანახმად, ნავთობისა და კონდენსატის მოპოვება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 522.2 ათასი ტონით შემცირდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის  მიერ თხევადი ნახშირწყალბადების მოპოვებამ შეადგინა 4.6 მილიონი ტონა შეადგინა.

Read More »

წელს აზერბაიჯანმა 16 მილიონი ტონა ნავთობი გაიტანა ექსპორტზე

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა 16,4 მილიონი ტონა ნავთობი (კონდენსატთან ერთად) გაიტანა ექსპორტზე. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიული მონაცემების თანახმად,  15,6 მილიონ ტონაზე მეტი კონსორციუმზე მოდის, ხოლო 823,7 ათასი ტონა – აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წილზე (SOCAR). ნავთობის ექსპორტი (კონდენსატთან ერთად), 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 517.5 ათასი ტონით,  3%-ით შემცირდა.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა და ბარელზე 70 დოლარს გადააჭარბა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.05 (+ 2.30)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67.54 (+ 1.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ 20 მილიონ ბარელ ნავთობს სტრატეგიული რეზერვებიდან ყიდის

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის სტრატეგიული რეზერვიდან 20 მილიონ ბარელ ნავთობს გაყიდის. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების საფიძველზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაეგზავნება ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინს. ”აუქციონი ჩატარდება 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით “, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ -ს სტრატეგიული ნავთობის მარაგის მოცულობა დღეს არის დაახლოებით 624 მილიონი ბარელი.

Read More »

მექსიკის ყურეში, ერთ-ერთ ნავთობპლატფორმაზე ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

მექსიკის ყურეში მდებარე ერთ-ერთ ნავთობპლატფორმაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. ორ პირს ამ დრომდე ეძებენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ხანძარი კომპანია „პემექსის“ პლატფორმაზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად მექსიკის ნავთობწარმოება დაახლოებით მეოთხედით შემცირდა. ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ბრიგადები პლატფორმაზე ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოებს ატარებდნენ. დაკარგული მუშების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ამჟამად პლატფორმაზე გაზისა და ნავთობის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია. კომპანია „პემექსში“ აცხადებენ, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირის” ცნობით, 2021 წლის 23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.75 (+ 3.57)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.64 (+ 3.50)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მცირედით გაძვირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.18 (- 1.27)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  62.32 (- 1.37)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

ნავთობის გაიაფება ქართულ ბაზარზე ჯერ არ ასახულა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს. ბოლო დღეებში მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე „შავი ოქროს“ ფასი შემცირდა და Brent $66–ის სიახლოვეს, ხოლო WTI — $63–თან ივაჭრება. როგორც „კომერსანტს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა უთხრა, ნავთობზე ფასები ბოლო პერიოდში მცირდება, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული, თუმცა, მისივე თქმით, სამომავლოდ როგორ გაგრძელდება ტენდენცია, ამის პროგნოზირება რთულია. „ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასის შემცირება ...

Read More »

SOCAR-მა და BP-მ აბშერონში პირველი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა დაიწყეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და BP–მ კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში, ჩრდილოეთ  ხალის პერსპექტიულ უბანში  Shallow Water Absheron Peninsula (SWAP)–ში პირველი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა დაიწყეს. 18 აგვისტოს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში SOCAR–მა და BP–მ აღნიშნეს, რომ ბურღვა 9 აგვისტოს დაიწყეს Satti jack-up მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უსაფრთხოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. „ეს პირველი ჭაბურღილია ამ ტერიტორიაზე. ჭაბურღილის სავარაუდო სიღრმე 2,424 მეტრამდე მიაღწევს, ხოლო ამ ...

Read More »