დაახლოებით შვიდი წელია “შავი ოქროზე” ფასები ბარელზე 100 დოლარს არ აღემატება.
ამ დროისთვის, ნავთობის ფასებმა 70 დოლარს გადააჭარბა, თუმცა, OilPrice–ის ანალიტიკოსები მაინც მიიჩნევენ, რომ ის სავარაუდოდ არ გადააჭარბებს 100 დოლარიან ნიშნულს და ასახელებენ ორ მიზეზს, რის გამოც “ძველი დღეები” აღარ დაბრუნდება.
ორივე მიზეზი, მეტ-ნაკლებად, შეერთებულ შტატებს უკავშირდება. პირველი მათგანი არის შეერთებულ შტატებში საწვავის ფასების ზრდა.
აშშ-ს ბენზინის ფასების ზრდის თითოეული პროცენტის გამო, ყოველწლიურად დამატებით 1 მილიარდ დოლარზე მეტი იკარგება სამომხმარებლო კალათაში. – აცხადებენ ექსპერტები.
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უკვე მოუწოდა “ოპეკის” ქვეყნებს გაზარდონ ნავთობის წარმოება, საწვავზე ფასების შემცირებამდე. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველის ჯეიკ სალივანის სიტყვებით, ნავთობის მაღალი ფასები აფერხებს გლობალური ეკონომიკის აღდგენას.
ნავთობის მაღალი ფასების აღდგენის შეუძლებლობის მეორე მიზეზი შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს თანახმად, პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, 11-დან 11 პრეზიდენტი ხელახლა აირჩიეს წინა ორი წლის განმავლობაში რეცესიის არარსებობის შემთხვევაში, ხოლო ეკონომიკური კრიზისის დროს, შვიდიდან მხოლოდ ერთი იქნა ხელმეორედ არჩეული. ნავთობის ფასების ზრდა კი რეცესიის უმთავრესი მიზეზია, რისი დაშვებაც ვაშინგტონს არ სურს.
ეს უკანასკნელი მიზეზი ძალიან მნიშვნელოვანია ჯო ბაიდენისთვის, რომლის პარტიასაც 2022 წლის ნოემბერში რთული საარჩევნო კამპანია ელოდება.
ნინო სამადაშვილი