Tag Archives: #ჰესი

კუჭავა თანახმაა, აქციის მონაწილეებთან შეხვედრა ლაივით გადაიცეს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს რიონის ხეობის მცველებს ტელევიზიების თანდასრწებითა და პირდაპირ ეთერში. “ჩემი კარები ყოველთვის ღიაა. თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, იმისთვის, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას ნებისმიერი ფორმით, ლაივი იქნება ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: ,,ჩვენ ემიგრანტები გვაფინანსებენ”

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ვარლამ გოლეთიანის აცხადებს, რომ გეგმები უცვლელია და იგეგმება გარკვეული შენობების პიკეტირება. “ვაპირებთ მოვაწყოთ მსვლელობა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ამას არ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სად გადავაადგილდებით და რას გადავკეტავთ, მთავარია, რომ კიდევ ერთი არაგონივრული ნაბიჯი ხელისუფლების, რაც იდგმევა უკვე 209 დღეა ჩვენი მისამართით, თუ გაგრძელდება იგივე ჩვენ ამ პროტესტს არ შევწყვეტთ, იმიტომ, რომ სამართლიანი და არგუმენტირებულია, ...

Read More »

“კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების კითხვებს კომპეტენტურად უნდა გაეცეს პასუხები, თუმცა, არა – ქუჩასა და კარვებში. „ესაა ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა ენერგეტიკაზე გადის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კი – საკუთარი, განახლებადი რესურსების განვითარებაზე. როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის ჰიდროსადგურზე, ეს, ნებისმიერ ...

Read More »

გოლეთიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შესთავაზა

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს პარლამენტიდან დაუკავშირდნენ და პარლამენტის თავჯმდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრა შესთავაზეს. გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა და ჰკითხა – რა უნდა ყოფილიყო შემდგომი ნაბიჯი პარლამენტისკენ მსვლელობით მისვლა და საუბარი, თუ არა. საბოლოოდ, მხარდამჭერებმა ხელების აწევით მსვლელობას დაუჭირეს მხარი. გოლეთიანი აცხადებს, რომ შეხვედრა იქნბა ღია. “დაველოდოთ მათ ზარს, არიან თუ არა ისინი მზად ღია შეხვედრისთვის”, – აცხადებს გილეთიანი.

Read More »

“არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამბობს, რომ აუცილებელია მოისმინონ ის, რასაც ნამხვანჰესის მოწინააღმდეგე აქციაზე შეკრებილი ადამიანები ითხოვენ. ეს არის ერთ-ერთი პირველი კომენტარი, რომელიც მმართველი გუნდის წევრმა აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული მოთხოვნების შემდეგ გააკეთა. ‘”მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, რას ითხოვეს ეს ხალხი… არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი და ეს ნამდვილად, არ წაადგება საქმეს. მე არ ვიცი, ამ პროცესში ვინ არის ჩართული და ...

Read More »

თურნავა გადადგომის მოთხოვნაზე – ერთი წამით მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე, არანაირი მოწოდება არ დამჭირდებოდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მის გადადგომასთან დაკავშირებით „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნას გამოეხმაურა. როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეჭვი რომ ეპარებოდეს და დარწმუნებული არ იყოს იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ენერგოდამოოუკიდებლობაზე გადის და „ნამახვანჰესის“ პროექტი სტრატეგიული არ იყოს, ამ თანამდებობაზე არ იქნებოდა. „რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ერთი წამით მაინც რომ ...

Read More »

ბუღაძე ნამახვანზე: კრემლის აგენტურისგან კულტურული განცხადებით გამიჯვნა საკმარისი არ არის

“დიდი პატივისცემით ნამახვანჰესის პროტესტის უშუალო ლიდერების მიმართ – სრულიად მესმის და ვაფასებ მათ სულისკვეთებას, მაგრამ ვფიქრობ კრემლის აგენტურისგან კულტურული განცხადებით გამიჯვნა საკმარისი არ არის – მთელმა ამ შავრაზმულ-პუტინისტურმა შანტრაპამ, კრებით-კონკრეტული ვასაძე-ისაკაძე-კორკოტების სახით, ბუნებრივად ვერ უნდა იგრძნონ თავი ჯანსაღი პროტესტის პროცესში”, – მწერალი ლაშა ბუღაძე “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მიმართავს. “არა მგონია, სწორი იყოს იმის თქმა, რომ ვისაც უნდა, პროტესტს უნდა ...

Read More »

“რატომ ვისმენთ პოლიტიკურ და ძალადობრივ განცხადებებს იმ ადამიანებისგან, ვინც იცის, რა დადებითი მხარეები აქვს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას”

სხვადასხვა გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური გარემოსდაცვითი ექსპერტი ხელახლა ატარებს პროცესის მონიტორინგს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძე განაცხადა. მისი თქმით, დაიწყო მედიაცია ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის მიერ. „ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გადაიზარდა ეს ყველაფერი ქუჩაში, რატომ ვისმენთ ჩვენ კვლავ პოლიტიკურ და ძალადობრივ განცხადებებს ქუჩიდან „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ზუსტი ინფორმაცია ...

Read More »
წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე იმაზე მეტს იხდიდა ვიდრე რეალური იყო

“ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ინფორმირებისთვის. მან ამ საკითხზე საუბრის დროს თქვა, რომ “ულტიმატუმებით საუბარი არის ბნელი 90-იანების გადმონაშთია”. “ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა… ჩვენ, ასევე, შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს დიალოგი… კითხვები არ უნდა არსებობდეს. თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს… ულტიმატუმებით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი. ულტიმატუმებით საუბარი არის ბნელი ...

Read More »

კახა კუჭავა: ნამახვანჰესის გარშემო ვნებათაღელვა დაგვიანებულმა რეაგირებამ და კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია

ნამახვანჰესის გარშემო ვნებათაღელვა გამოიწვია დაგვიანებულმა რეაგირებამ. აშკარად იგრძნობოდა კომუნიკაციის ნაკლებობა, თუმცა ჩვენ გვახსოვს, ღარიბაშვილმა გაპრემიერების შემდეგ პირველი დავალება გასცა, რომ შემდგარიყო კომუნიკაცია და შედგა კიდეც. ამან მოიტანა ის შედეგი, რომ წითელ ხაზებზე და ულტიმატუმის ენით აღარავინ საუბრობდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქრონიკაში“ ისაუბრა. „საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არის, რომელზეც აუცილებელია დეტალური მსჯელობა. აუცილებელია მეტი ...

Read More »