ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს პარლამენტიდან დაუკავშირდნენ და პარლამენტის თავჯმდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრა შესთავაზეს.
გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა და ჰკითხა – რა უნდა ყოფილიყო შემდგომი ნაბიჯი პარლამენტისკენ მსვლელობით მისვლა და საუბარი, თუ არა. საბოლოოდ, მხარდამჭერებმა ხელების აწევით მსვლელობას დაუჭირეს მხარი. გოლეთიანი აცხადებს, რომ შეხვედრა იქნბა ღია. “დაველოდოთ მათ ზარს, არიან თუ არა ისინი მზად ღია შეხვედრისთვის”, – აცხადებს გილეთიანი.