Tag Archives: #რუსეთი

“ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის” ახალი სანქციების სია ცნობილია

აშშ-მა გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტთან დაკავშირებით სანქციების ახალი სია შეადგინა. ჩამონათვალში რუსული და რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციები მოხვდა, თუმცა ვაშინგტონმა სიაში გერმანული კომპანიები არ შეიყვანა. დოკუმენტი განსახილველად კონგრესში დღეს შევა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პროექტის რეალიზაციის შეჩერებას ცდილობს, რომ ევროპელ მოკავშირეებთან კონფლიქტში არ შევიდეს. ვაშინგტონი ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას, რადგან მიაჩნია, რომ გაზსადენის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად ...

Read More »

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესაჩერებლად სანქციების საკითხს განიხილავს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ევროპისთვის ცუდ გარიგებად მიიჩნევს. „რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, ჩვენი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა. ეს ცუდი გარიგებაა, რადგან ის ევროპას ჰყოფს და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას რუსეთის მხრიდან მანიპულაციების საგნად ხდის. ეს პროექტი ეწინააღმდეგება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ევროპის გაცხადებულ ...

Read More »

როსნეფტის სუფთა მოგება 79.1%-ით შემცირდა

როსნეფტის სუფთა მოგება 2020 წელს 79.1%-ით შემცირდა და შეადგინა 147 მილიარდი რუბლი. ამის ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. კომპანიის შემოსავალი შემცირდა 33,6%-ით და შეადგინა 5,757 ტრილიონი რუბლი, რაზეც გავლენა მოახდინა ნავთობის მსოფლიო ფასების დაცემამ, ნავთობის მოპოვებისა და გაყიდვების მოცულობის შემცირებამ, რაც უკავშირდება “OPEC +”-ის შეთანხმების ფარგლებში შეზღუდვებს, აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე  COVID-19 პანდემიის გამო მოთხოვნილების შემცირებას. კაპიტალდაბანდებებმა შეადგინა 785 მილიარდი რუბლი (10.8 მილიარდი დოლარი), რაც ...

Read More »
ნაკადი

Nord Stream 2-ის თაობაზე გერმანია ბაიდენთან შეთანხმებას ცდილობს

Nord Stream 2-ის თაობაზე გერმანია ბაიდენთან შეთანხმებას ცდილობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოხსნას სანქციები და  Nord Stream 2-ის მშენებლობა შეუფერხებლად დასრულდეს. Bloomberg-ის წყაროს თანახმად, ანგელა მერკელი მუშაობს გეგმაზე, რომელიც ევროპის ენერგორესურსებით რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს, რაც ამერიკის ერთ-ერთ მიზანს პასუხობს.  ამავე წყაროს ცნობით, გერმანია სარეგულაციო მექანიზმების შემოღებით შეეცდება, ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთს მანიპულირების სივრცე არ დაუტოვოს. ამავდროულად, გერმანია მხარს დაუჭერს ამერიკიდან გაზის იმპორტს LNG ...

Read More »

სენატორები ბაიდენს Nord Stream 2-ის სანქციების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ჯეიმს რიში ბაიდენის ადმინისტრაციას Nord Stream 2-ის სანქციების დაუყოვნებლივი ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. პარასკევს გამოქვეყნებული წერილის მოტივი და მათი შეშფოთების მიზეზი, მათივე თქმით, გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად, შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის მიმდინარეობს საუბარი სანქციების შეჩერების შესახებ. ”აშშ-ს ურთიერთობა გერმანიასთან ტრანსატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედია, მაგრამ Nord Stream 2-ის დასარულების ნებართვა ამ პარტნიორობის კონსრუქციული გზა არ არის“ – აღნიშნავენ სენატორები. ...

Read More »

აზერბაიჯანიდან ნავთობის მიწოდება ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით თებერვალში განახლდება

აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის მეშვეობით დღეს, 15 თებერვალს დაიწყება SOCAR- სა და Transneft- ს შორის ადრე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, იუწყება ინტერფაქს-აზერბაიჯანი SOCAR- ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ექსპორტის დაგეგმილი მოცულობა თებერვალში იქნება დაახლოებით 85 ათასი ტონა, 2021 წლის პირველ კვარტალში – 340 ათასი ტონა, საერთო ჯამში წლის განმავლობაში  ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით გატარებულ იქნება ერთი  მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობი . კომპანიებს ...

Read More »

რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის 95 პროცენტზე მეტი უკვე აშენებულია

რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის 95 პროცენტზე მეტი უკვე აშენებულია. რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, მილსადენი საბოლოოდ დასრულდება, „მიუხედავად აშშ-ის დესტრუქციული ქმედებებისა, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს მის განხორციელებას“. რუსი მაღალჩინოსნის თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ კომერციული პროექტია, რომელსაც უცხოური კომპანიები ახორციელებენ, რომლებიც რუსული გაზის განთავსებით არიან დაინტერესებული. „ეს პროექტი სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას. უბრალოდ, კონკურენტული ბრძოლაა ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომელთაც ...

Read More »

საუდის არაბეთი რუსეთის წინააღმდეგ: ვინ მიიღებს ჩინეთის ნავთობის ბაზარს

გასულ წელს საუდის არაბეთმა თითქმის 85 მილიონი ტონა ნავთობი გაუგზავნა ჩინეთს, რომელიც ფასდაკლებით შესთავაზა და აღნიშნული ქმედებით მნიშვნელოვნად შეავიწროვა რუსეთი, საიდანაც 83 მილიონ ნახევარი ტონა ნედლეული მიიღო. რუსეთს პრობლემებს სხვა ექსპორტიორებიც უქმნიან – ერაყი, ბრაზილია, ანგოლა, შეერთებული შტატებიც კი, ჩინეთთან ეკონომიკური კონფლიქტის მიუხედავად, აქტიურად ზრდის ვაჭრობას. “ნავთობის განხეთქილების ვაშლი” საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მწარმოებლები და ექსპორტიორები არიან, ...

Read More »

Nord Stream 2: მოსალოდნელია მერკელ-ბაიდენის დაპირისპირება

ტრანსატლანტიკური “თაფლობის თვე” ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელდება. რამდენიმე დღესა თუ კვირაში ევროპელ ლიდერებსა და ამერიკის ახალ პრეზიდენტს უხერხული საუბარი მოუწევთ. თემა რუსეთი იქნება.  აშშ-სა და გერმანიას დიდი ხანია წინააღმდეგობა აქვთ თითქმის დასრულებულ მილსადენზე, რომელსაც რუსული გაზი ბალტიის ზღვით პირდაპირ გერმანიამდე მიჰყავს.  შავ ზღვაში გამავალ კიდევ ერთ, TurkStream-ის მილსადენთან ერთად, ახალი სისტემა ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს, საშუალებას ...

Read More »

განახლდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა დანიის სექტორში

საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელიც სადავოდ ქცეული რუსული გაზსადენის პროექტის უკან დგას, 5 თებერვლიდან განაახლა დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის გაყვანა. აღნიშნული გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. მაგრამ გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს შეჩერდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად. აშშ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ...

Read More »