Tag Archives: #ენერგეტიკა

უკრაინა ენერგო ბაზრის განსავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

აშშ-მ უკრაინას, $13 მილიონის ღირებულების ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების სახით ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა. მედია, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახმარების პირველი ტრანში წარმოადგენდა ელექტრო აღჭურვილობას, რომლის ღირებულება დაახლოებით, $13 მილიონია. ამასთან, მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატებიდან აღჭურვილობით დატვირთული კიდევ ორი თვითმფრინავი გაემგზავრება.

Read More »

რეზნიკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე რუსეთის თავდასხმის მიზანს ასახელებს

რუსეთის ძალები აგრძელებენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, რადგან მათ იმედი აქვთ, რომ უკრაინა იძულებული იქნება, ჩაერთოს მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. ისინი ვერ აღწევენ უპირატესობებს ბრძოლის ველზე, ამიტომ იბრძვიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მათი მიზანია, ზამთრის პერიოდში ჩაგვაგდონ სიბნელესა და სიცივეში, რომ დავნებდეთ; რომ წესრიგი და  სტაბილურობა ვერ შევინარჩუნოთ, შემდეგ კი, მათი გეგმის მიხედვით, შეიძლება მოლაპარაკებებისთვის გზები მოვიძიოთ“, – აღნიშნა ...

Read More »

TotalEnergies-ი $3.7-მილიარდიანი ზარალით რუსულ Novatek-ს ტოვებს

ფრანგულმა ენერგეტიკულმა ჯგუფმა TotalEnergies-მა რუსული ბუნებრივი აირის გიგანტ Novatek-ის დატოვება გადაწყვიტა. TotalEnergies-ის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ამოქმედების შემდეგ, Novatek-იდან გასვლის ზარალმა კომპანიისთვის $3.7 მილიარდი შეადგინა. თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბევრმა დასავლურმა კომპანიამ დატოვა. TotalEnergies-მა ქვეყანაში ინვესტიციების უმეტესი ნაწილი შეინარჩუნა, რის გამოც კრიტიკის ქვეშ მოექცა. თავად ფრანგული ენერგეტიკული ჯგუფის განმარტებით, TotalEnergies-ს რუსული ბუნებრივი აირის კომპანიაში წილების ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

“ჰესების მშენებლობის პარალელურად, დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე ვმუშაობთ და თბოსადგურების მშენებლობას და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღებას ვგეგმავთ, რაც, ჯამურად, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა”

ჰესების მშენებლობის პარალელურად, დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე ვმუშაობთ და თბოსადგურების მშენებლობას და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღებას ვგეგმავთ, რაც, ჯამურად, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაგროვილი 800 მეგავატის მემორანდუმები გაეშვება, წლის ბოლოს 1500 მეგავატზე გამოცხადდება ტენდერი, 2023 წელს კი დამატებით მეგავატებს გამოიტანენ, როგორც ჰიდროელექტროსადგურების, ...

Read More »

GREDA ლოპოტა 1 ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ GREDA-ს წევრი შპს „დეკას“ შვილობილი კომპანია თელავისმუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში 5.9 მგვტ სიმძლავრის ლოპოტა 1 ჰესის პროექტს ახორციელებს. პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ ყველა საჭირო კვლევა ჩაატარა და სანებართვო პროცესისრულად გაიარა, რის შედეგადაც 2018 წელს სამშენებლო ნებართვა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ამ მცირე ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ვრცელდებადეზინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში მშენებლობის მიმართ პროტესტის გასაღვივებლად. ზოგადადაც, ბოლო წლებში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეფერხების/შეჩერების მიზნითფაქტებით მანიპულირებისა ...

Read More »

სი ძინფინგმა ენერგეტიკული ვაჭრობის ჩინურ იუანში წარმოება მოითხოვა

9 დეკემბერს არაბ ლიდერებთან გამართულ სამიტზე, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ენერგეტიკული ვაჭრობის ჩინურ იუანში წარმოების მოთხვნა წამოაყენა. ჩინეთი აპირებს აქტიურად განაგრძოს სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან ნავთობისა და გაზის იმპორტირება. თუმცა დოლარის ნაცვლად, სავაჭრო ვალუტა ჩინური იუანი იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს, თუ არა რომელიმე ქვეყანა ამ წინადადებას, ან როდისთვის შევა აღნიშნული ცვლილება ძალაში. ეს ნაბიჯი ჩინეთის ამბიციური გეგმების ნაწილია. იგი ცდილობს, იუანი მსოფლიო ...

Read More »

ესტონეთმა უკრაინას გენერატორები გადასცა

ესტონეთმა უკრაინას კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ენერგეტიკული აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ, ესტონეთში უკრაინის ელჩმა, მარიანა ბეცამ Twitter-ზე დაწერა. “ესტონეთიდან უკრაინაში კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ელექტრომოწყობილობი გაიგზავნა, კერძოდ, ჟიტომირში, ხარკოვში, ბუჩასა და პოლტავში. მადლობას ვუხდით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის კულტურის სამინისტროს და ესტონეთის ეკონომიკის სამინისტროს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დასახმარების გაგზავნისთვის”, – წერს ის.

Read More »

აზერბაიჯანმა უკრაინას 45 ტრანსფორმატორი და 50 გენერატორი გადასცა

აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, მათ შორის 45 ელექტროტრანსფორმატორი და 50 გენერატორი. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს განაცხადა. ტვირთი ოთხი სატვირთო მანქანით გაიგზავნა. დახმარების ჯამური წონა 52.2 ტონაა, ღირებულება კი 800 000 დოლარზე მეტია, ენერგეტიკული ტექნიკა Azerenergy-მ უზრუნველყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინისთვის გადაცემული ჰუმანიტარული დახმარების ჯამური მოცულობა დაახლოებით 17.5 მილიონი დოლარია. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ...

Read More »

ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვის ფსკერზე საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა კაბელის გაყვანა 2.3 მილიარდი ევროთი დაფინანსდება

ტვიტერზე გამოქვეყნდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ინფორმაცია ევროკომისიის მიერ “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის ახალი 17-მილიარდევროიანი პაკეტით დაფინასების შესახებ. ამ პაკეტში სხვა ბენეფიტებთან ერთად განსაზღვრულია 2.3 მილიარდი ევროთი შავი ზღვის ფსკერზე საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა კაბელის გაყვანის დაფინანსება, რაც საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს(სომხეთი, აზერბაიჯანი) მისცემს მაღალი სიჩქარის ინტერნეტზე წვდომისა და საქართველოდან(სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან) აქ გამომუშავებული ე.წ. მწვანე ენერგიის ექსპორტის საშუალებას ევროკავშირის ქვეყნებში!!

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

12 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, რომანოზ ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის ...

Read More »