ესტონეთმა უკრაინას კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ენერგეტიკული აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ, ესტონეთში უკრაინის ელჩმა, მარიანა ბეცამ Twitter-ზე დაწერა.
“ესტონეთიდან უკრაინაში კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ელექტრომოწყობილობი გაიგზავნა, კერძოდ, ჟიტომირში, ხარკოვში, ბუჩასა და პოლტავში. მადლობას ვუხდით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის კულტურის სამინისტროს და ესტონეთის ეკონომიკის სამინისტროს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დასახმარების გაგზავნისთვის”, – წერს ის.