ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვის ფსკერზე საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა კაბელის გაყვანა 2.3 მილიარდი ევროთი დაფინანსდება

ტვიტერზე გამოქვეყნდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ინფორმაცია ევროკომისიის მიერ “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის ახალი 17-მილიარდევროიანი პაკეტით დაფინასების შესახებ.

ამ პაკეტში სხვა ბენეფიტებთან ერთად განსაზღვრულია 2.3 მილიარდი ევროთი შავი ზღვის ფსკერზე საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა კაბელის გაყვანის დაფინანსება, რაც საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს(სომხეთი, აზერბაიჯანი) მისცემს მაღალი სიჩქარის ინტერნეტზე წვდომისა და საქართველოდან(სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან) აქ გამომუშავებული ე.წ. მწვანე ენერგიის ექსპორტის საშუალებას ევროკავშირის ქვეყნებში!!

Leave a Reply